პოლიტიკა
მელიას ბრალდება სრული სიცრუეა - თბილისის მერია ვიდეომასლას აქვეყნებს (ვიდეო)
თბილისის მერია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკანორ მელიას მიერ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახნადაც თითქოსდა, პარტიის წევრ ლევან ხაბეიშვილს 2 ოქტომბერს, თბილისის მერიასთან გამართული არასანქცირებული აქციის მიმდინარეობისას მერიის შენობაში ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მერია შესაბამის ვიდეომასალასაც ავრცელებს.
,,ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ნიკანორ მელიას მიერ გაჟღერებული ბრალდება სრული სიცრუეა. თვალსაჩინოებისთვის და საზოგადოების ინფორმირების მიზნით, ვაქვეყნებთ თბილისის მერიის პირველ სართულზე გადაღებულ სრულ ვიდეოჩანაწერს.
მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, ნუ შეიყვანენ საზოგადოებას შეცდომაში წინასაარჩევნოდ პოლიტიკური ქულების დაწერის მიზნით და თავი შეიკავონ მიზანმიმართული ბრალდებებისგან, რაც მხოლოდდამხოლოდ თბილისის მერიის საქმიანობის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული“, - აცხადებენ მერიაში.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


