პოლიტიკა
მეკობრეების მიერ გემის გატაცების ფაქტი ჯერ არ დადასტურებულა, თუმცა ვერცერთ ვერსიას ვერ გამოვრიცხავთ - ვლადიმერ კონსტანტინიდი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, მეკობრეების მიერ პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემის, „პანტელენას“ გატაცების ფაქტი ჯერ არ დადასტურებულა, თუმცა ვერცერთ ვერსიას ვერ გამორიცხავენ.
„პანტელენას“ ბორტზე 17 ქართველი მეზღვაურია. გემთან კავშირი 14 აგვისტოს გამთენიისას შეწყდა.
კონსტანტინიდის თქმით, „პანტელენა“ ნავთობის ტრანსპორტირებას ახდენდა. მისი ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოებს გემთმფლობელი ბერძნული კომპანიაა Lotus Shipping-ი აწარმოებს.
„საგარეო საქმეთა სამინისტრო, ვითარების გარკვევის მიზნით, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან ერთად კოორდინირებულად მუშაობს გემთმფლობელ კომპანიასთან და პანამის დროშის ადმინისტრაციასთან. საქმეში ჩართულია როგორც რეგიონის საზღვაო ძალები, ასევე გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ცენტრი.
ამ წუთისთვის რაიმე ვერსიაზე საუბარი გაგვიჭირდება, ვინაიდან არ გვაქვს დადასტურებული მონაცემები არსებული ვითარების შესახებ და ყოველ წუთს ველოდებით განახლებულ ინფორმაციას, რის შემდეგაც უკვე ცნობილი გახდება მიზეზები, ადგილსამყოფელი და მოვლენების სავარაუდო განვითარება.
მეკობრეების მიერ გემის გატაცების ფაქტი ჯერ არ დადასტურებულა, თუმცა ვერცერთ ვერსიას ვერ გამოვრიცხავთ. იცით რომ ეს არის აფრიკის რეგიონი და ასეთი შემთხვევები ფიქსირდება, მართალია ნაკლებად დასავლეთ სანაპიროზე, განსხვავებით სომალის ყურისგან, მაგრამ ასეთ ვერსიასაც ვერსიას ვერ გამოვრიცხავთ.
კომპანია, რომელთანაც მუდმივ კავშირზე ვართ, არის სოლიდური კომპანია, საკმაოდ გამოცდილი, მათ მსგავსი შემთხვევები ჰქონიათ, ჰყავთ კრიზისული მენეჯმენტის საკმაოდ სერიოზული ჯგუფი და მზად არიან ნებისმიერი ვერსიის განსახილველად“, – განაცხადა კონსტანტინიდმა.
მისი თქმით, მომხდარის ბევრი ვერსია შეიძლება არსებობდეს, მაგრამ დაზუსტებით რაიმეს მტკიცება, ამ ეტაპზე, ძალიან რთულია.
კონსტანტინიდის განცხადებით, იმის ალბათობა, რომ საქმე გვაქვს მეკობრეობასთან, არ არის გამორიცხული.
„ყველა რეგიონს აქვს თავისი ოპტიმალური ვადა. როგორც წესი, ასეთი საკითხების საბოლოოდ გარკვევას მაქსიმუმ 20 დღე სჭირდება, რის შემდეგაც ხდება ხოლმე, ასე ვთქვათ, განგაშის რეჟიმის ჩართვა, თუმცა ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამხელა დრო ამ საკითხის გარკვევას არ დასჭირდება და უფრო მალე მოხდება ინფორმაციის მიღება“, – განაცხადა კონსტანტინიდმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


