პოლიტიკა
„მეგობარი აქტს“ აქვს ერთადერთი დანიშნულება, ეს არის საინფორმაციო ხმაურის შექმნა - შალვა პაპუაშვილი
„მეგობარი აქტი“ პარტიებს მოუწოდებს, პარლამენტში არჩეულმა წევრებმა, ოპოზიციამაც და უმრავლესობამაც იმუშაონ ერთად, ოპოზიციისთვის თუ ბიბლიაა ეს აქტი, სად არიან, ვერ ვხედავთ პარლამენტში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, აღნიშნული აქტი შინაარსისგან დაცლილია და ერთადერთი მიზანი საინფორმაციო ხმაურის შექმნაა.
„აქტს აქვს ერთადერთი დანიშნულება, ეს არის საინფორმაციო ხმაურის შექმნა. ამ ამის დანიშნულება იყო, რომ ორი დღე რადიკალურ ოპოზიციას და უცხოეთიდან დაფინანსებულ „ენჯეოებს“ ეტარებინათ ბრიფინგები. ამის დანიშნულება იყო, რომ ევროკომისიის პრესმდივანი გამოხმაურებოდა ამ საკითხს. საინფორმაციო ხმაური ქართულ პოლიტიკაში ისტერიის შემოსატანად. ეს არის აბსოლუტურად შინაარსისგან დაცლილი აქტი, ვინაიდან აშშ-ის პრეზიდენტს არ სჭირდება არავის უფლებამოსილება, რომ სანქცია დაუწესოს, ვისაც ის ჩათვლის საჭიროდ. მეორე – ვერც ამ აქტით აშშ-ის პრეზიდენტს ვერავინ ვერ დაავალდებულებს, რომ დააწესოს სანქციები. როგორც აქამდე აშშ-ის პრეზიდენტის უფლებამოსილების საკითხი იყო, გადაეწყვიტა, დაასანქციროს ვინმე თუ არა, ასევე იქნება მომავალშიც და ამ აქტისგან არც უფლება სჭირდება აშშ-ის პრეზიდენტს და ვერც დაავალდებულებს აშშ-ის პრეზიდენტს. ეს არის რეალობა – საინფორმაციო ხმაურის შექმნა. გასაგებია, რომ აქტის სახელწოდება შინაარსთან არ მოდის შესაბამისობაში, ეს ორუელისეული „ნიუსფიქი“, რომ ომი გულისხმობს მშვიდობას და მტრობა გულისხმობს მეგობრობას, ეს რას ნიშნავს, პრაქტიკაში დაგვანახა კონგრესმენმა უილსონმა, თუმცა ჩახედეთ შიგნით და ნახავთ, მაგალითად, რისკენ მოუწოდებს ეს აქტი პარტიებს. მოუწოდებს, რომ პარლამენტში არჩეულმა წევრებმა, ოპოზიციამაც და უმრავლესობამაც იმუშაონ ერთად. აბა, სად არის ოპოზიცია, მათთვის თუ ბიბლია არის ეს აქტი, სად არიან, აბა ვერ ვხედავთ პარლამენტში. მათ მოუწოდებს, რომ პარლამენტში შემოვიდნენ და იმუშაონ. ეს ერთი. მეორე – ცოტა განმაცვიფრებელია და აქ არ ვიცი, როგორც ჩანს, ბატონი უილსონი სხვა რელსებზეა, ვიდრე პრეზიდენტი ტრამპი. ამ აქტში წერია, რომ ევალება „იუესაიდს“, შექმნას, შეიმუშაოს სტრატეგია საქართველოსთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, ამ „იუესაიდს“ ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ უწოდა თაღლითი ორგანიზაცია, რომელიც შექმნილი იყო იმისთვის, რომ ფული გადაენაწილებინა ყალბი იდეოლოგიების გავრცელებისთვის და სხვა ქვეყნების დემოკრატიის ძირის გამოთხრისთვის. არ ვიცი, ბატონი კონგრესმენი ჩამოყალიბდეს, თაღლითი ორგანიზაციისგან ელოდება საქართველოსთან დაკავშირებით ანგარიშს, თუ რასთან გვაქვს საქმე. ამიტომ ამ აქტის ერთადერთი შინაარსი, აზრი და მიზანი არის საინფორმაციო ხმაურის შექმნა. ერთი დღე ჩაატარეს ბრიფინგები, მეორე დღეზეც კი აღარ ეყოთ სასაუბრო თემად ეს ყველაფერი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ 6 მაისს „მეგობარ აქტს“ მხარი დაუჭირა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


