უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

24 ივლისი, 2025 13:42
font-size

“MEGOBARI აქტი“ სულ მალე, წელსვე იქცევა კანონპროექტად, ამის თქმის საფუძველს, ვაშინგტონში გამართული „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ვიზიტები მაძლევს - გრიგოლ გეგელია

„MEGOBARI აქტის“ აღსრულებას წინ არაფერი აღუდგება, თუმცა რასაკვირველია, ჯერ კიდევ გასაწევია დამატებითი შრომა და ძალისხმევა,- ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანმა გრიგოლ გეგელიამ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ვაშინგტონში გამართული ვიზიტი შეაფასა.

„MEGOBARI აქტი“ სულ მალე, წელსვე იქცევა კანონპროექტად, ამის თქმის საფუძველს, გასულ კვირაში ვაშინგტონში გამართული „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ვიზიტებიც მაძლევს, რომლის განმავლობაშიც 20-ზე მეტი მაღალი დონის შეხვედრა გავმართეთ. უკლებლივ ყველა შეხვედრაზე მივიღეთ დადასტურება, რომ „MEGOBARI აქტის“ აღსრულებას წინა არაფერი აღუდგება, თუმცა რასაკვირველია, ჯერ კიდევ გასაწევია დამატებითი შრომა და ძალისხმევა, რომელსაც ჩვენ სისტემატურად ვიღებთ და გავიღებთ. გასულ კვირაშიც, შეერთებულ შტატებში ვიზიტიც ამას ემსახურებოდა, რომ „MEGOBARI აქტი“ მიღება იყოს დაჩქარებული და დღეს, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზაა ამ ე.წ. ხელისუფლებაზე ზეწოლის გასაზრდელად, ახალი საპარლამენტო არჩევნებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მისაღწევად. სწორედ ეს ორი მოთხოვნა - ახალი საპარლამენტო არჩევნები და ყველა პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ, უპირობოდ გათავისუფლება წარმოადგენდა ვაშინგტონში ჩვენს მთავარ სამუშაო დღის წესრიგსა და სტრატეგიულ ხაზს. ამავე დროს, ვაშინგტონის პოლიტიკურ და ანალიტიკურ წრეებში კონსულტაციებისას ჩვენს პარტნიორებს გავაცანით „ძლიერი საქართველოს“ ხედვა და სამოქმედო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ყველა მიმართულებით ბრძოლას, მათ შორის ქუჩაში - პროტესტის მეშვეობით, დე-ფაქტო ადგილობრივ არჩევნებში, ერთით მეტ დამატებით ველზე მონაწილეობითა და საერთაშორისო ასპარეზზე ზეწოლის გაზრდით.

შემიძლია საზოგადოებას ვუთხრა და ვამცნო, რომ ჩვენს პარტნიორებს აბსოლუტურად სწორად ესმით ჩვენი პოზიცია და ისინი გამოხატავენ დიდ რწმენას და სრულ მხარდაჭერას იმ მნიშვნელოვანი პოტენციალის მიმართ, რომელიც ქართულ დემოკრატიასა და მის მებრძოლ ხალხს გააჩნია. აქვე ხაზი მინდა გავუსვა, რომ „ქართულ ოცნებას“ ლეგიტიმაციის მოპოვების ერთადერთი წყარო გააჩნია, ეს არის ახალი თავისუფალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. აშშ-ს პოზიციის მსგავსად ვნახეთ, რომ ევროკავშირის აღმასრულებელი შტო, საგარეო მინისტრები და ევროპარლამენტი ლეგიტიმაციის მოპოვების აუცილებელ წინაპირობად და კრიტიკულ მინიმუმად ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მიიჩნევს.

თუმცა, ახალი საპარლამენტო არჩევნებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებისთვის მნიშვნელოვანია „MEGOBARI აქტის“ დაუყოვნებლივი მიღება. „ძლიერი საქართველოს“ გუნდი განაგრძობს ამ მიმართულებით ინტენსიურად მუშაობას და ჩვენი შეხვედრებიდან გამომდინარე, რომელიც ვაშინგტონში გავმართეთ, მინდა დავაფიქსირო რწმენა და იმედი, რომ ეს აქტი წელსვე, კანონპროექტად გადაიქცევა“,- განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი