უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

25 დეკემბერი, 2018 12:35
font-size

მედიკამენტებზე მაღალი ფინანსური ბარიერი ჯანდაცვის სისტემის უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა - დავით სერგეენკო

მედიკამენტებზე მაღალი ფინანსური ბარიერი ჯანდაცვის სისტემის უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა, – განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ 2018 წლის საქმიანობის შეჯამებისას.

მისი თქმით, სამედიცინო სერვისებზე ჯიბიდან გადახდების შემცირების ხარჯზე მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა.

„ადამიანები, რომლებიც მნიშვნელოვან თანხას ხარჯავდნენ ექიმთან ვიზიტისთვის, სამედიცინო დახმარების მიღებისთვის, მათ ეს დანახარჯები შეუმცირდათ, მაგრამ გადაამისამართეს მედიკამენტების შეძენაზე, რაც ყველაზე დიდი, უმნიშვნელოვანესი გამოწვევა არის ჯანდაცვის სისტემის – მაღალი ფინანსური ბარიერი მედიკამენტებზე“, – განაცხადა მინისტრმა.

სერგეენკოს თქმით, კვლევის თანახმად, საჭიროებისას 2010 წელს მედიკამენტი ვერ შეიძინა 13-მა პროცენტმა, ხოლო 2017 წელს ეს მაჩვენებელი 9.6 პროცენტია.

„შემცირება არის, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს შემცირება დიდი უნდა იყოს. რეალურად ის კლება არ არის, რასაც ჩვენ ვგეგმავთ. სერვისებზე ხელმისაწვდომობისა და გაზრდილი უტილიზაციიდან გამომდინარე გაიზარდა ჯიბიდან გადასახადები განსაკუთრებით ქრონიკულ მედიკამენტებზე. ეს არის მართლაც უმნიშვნელოვანესი და ყველაზე დიდი გამოწვევა ჩვენი ჯანდაცვის სისტემის, რადგან ვხედავთ, რომ თუ 2010 წელს წლის განმავლობაში მედიკამენტებზე საშუალოდ 318 ლარი იყო დანახარჯები, 2017 წელს ეს ხდება 449-450 ლარი, რაც მნიშვნელოვანი ზრდაა და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებო მიგნება კვლევაში“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

ამასთან, მისი თქმით, განახევრდა იმ ადამიანთა რაოდენობა, რომელთაც არ ჰქონდათ ინფორმაცია სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი უფასო სამედიცინო სერვისების შესახებ.

საკვანძო სიტყვები:

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი