პოლიტიკა
მედიის თავისუფლება ჩვენთვის მნიშვნელოვანია - გიორგი კვირიკაშვილი
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საერთაშორისო კონფერენციაზე „მსოფლიო ქაოსში“ სიტყვით გამოვიდა.
პრემიერის თქმით, საქართველოში მედიის თავისუფლება კარგ მდგომარეობაშია და ამაზე ის მეტყველებს, რომ ხუთი წლის წინ სამი ეროვნული არხი იყო, რომელთაც ხელისუფლება აკონტროლებდა, ახლა კი "სამჯერ მეტია და თან თავისუფალი".
რაც შეეხება ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საკითხს, პრემიერი ამბობს, რომ ტელევიზიას დავალიანება აქვს, რომლის მიუხედავადაც ხელისუფლებამ მას მუშაობის საშუალება მისცა, ", იმიტომ, რომ მედიის თავისუფლება ჩვენთვის მნიშვნელოვანია".
ამავე კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა პრეზიდენტი მარგველაშვილიც.
მისი თქმით, საქართველო იმსახურებს უფრო მეტ მხარდაჭერას და დახმარებას აშშ-სგან, ნატოსგან და ევროკავშირისგან.
სასტუმრო „რუმსში“ საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს. კონფერენცია მაკკეინის საერთაშორისო ლიდერობის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ორგანიზებით იმართება. მისი სახელწოდებაა: ,,მსოფლიო ქაოსში: დემოკრატიის, ევროპის და ახლო აღმოსავლეთის მომავალი"
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


