პოლიტიკა
მედიის სფეროში არსებობს რეგულაციები, კანონები, მაგრამ მისი ფუნქციონირება და მუშაობა არ უნდა იყოს შეფერხებული - ნილს სკოტი
საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა ნილს სკოტმა ტელეკომპანია „იბერია“-სთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე თავი შეიკავა, მისი განმარტებით, მოვლენები ჯერ კიდევ ვითარდება, თუმცა ზოგადად, გაერო-ს განვითარების პროგრამა და გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ხელს უწყობს თავისუფალი, მიუკერძოებელი მედიის არსებობას.
„არ მინდა, ამ კონკრეტულ შემთხვევაზე დეტალური კომენტარი გავაკეთო, რადგან ის ჯერ კიდევ ვითარდება და ველოდებით დამატებით ინფორმაციას, მაგრამ ზოგადად, მინდა გითხრათ, რომ გაერო-ს განვითარების პროგრამა და გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ნამდვილად ხელს უწყობს თავისუფალი, მიუკერძოებელი მედიის არსებობას და მის აბსოლუტურ თავისუფალ და შეუფერხებელ ფუნქციონირებას“, – განაცხადა სკოტმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ მედიის სფეროში, ისევე, როგორც ყველა სხვა სფეროში, არსებობს რეგულაციები და კანონები.
„რა თქმა უნდა, მედიის სფეროში, ისევე, როგორც ყველა სხვა სფეროში არსებობს რეგულაციები, კანონები, რომელზეც საზოგადოება თანხმდება, მაგრამ მედიის ფუნქციონირება და მუშაობა არ უნდა იყოს შეფერხებული. ჩვენ მხარს ვუჭერთ თავისუფალ მედიას. უფრო კონკრეტულ კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან ველოდებით მოვლენათა განვითარებას“, – განაცხადა ნილს სკოტმა.
გასულ პარასკევს „იბერია ტვ“-ის ჟურნალისტებმა საგანგებო განცხადება გაავრცელეს, რომლის თანახმად, მედიასაშუალებას გადაუკეტეს დაფინანსების მთავარი წყარო - კომპანია „ომეგა ჯგუფი“, რომელიც პარალიზებულია.
ფინანსთა სამინისტროს ცნობით,„ომეგა ჯგუფში“ შემავალი სიგარეტის მწარმოებელი კომპანია შპს „ოჯთ“ არის ერთადერთი კომპანია, რომელსაც ბიუჯეტის წინაშე 50 მილიონ ლარზე მეტი ვალი ერიცხება, რომლის ძირითად ნაწილს შეადგენს თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის გადაუხდელობა. თანხის გადაუხდელობის გამო კი, ამჟამად, კომპანიის მიმართ გავრცელებულია იძულებითი ღონისძიებები – ინკასო და ყადაღა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


