უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

20 ოქტომბერი, 2016 13:30
font-size

მედიატორის ფუნქციას მალე ახლად დანიშნული ნოტარიუსებიც შეასრულებენ

ახლად დანიშნული ნოტარიუსებისთვის სანოტარო მედიაციაში სემინარი ტარდება. სწავლება საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრისა და GIZ-ს (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება) ორგანიზებით დაიგეგმა. სემინარს გერმანელი ექსპერტები შტეფან შმიტი და ბაბეტა ვერმანი უძღვებიან.

ნოტარიუსს მედიატორის ფუნქცია 2013 წლიდან მიენიჭა. სანოტარო მედიაცია სამოქალაქო (საოჯახო, სამემკვიდრეო, სამეზობლო....) დავების მოგვარების გამარტივებული ფორმაა. მედიატორი ნოტარიუსები, ასევე, აქტიურად არიან ჩართულნი „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში მიწის რეგისტრაციის გამარტივების პროცესში. ქონების რეგისტრაციისას საკუთრებაზე წარმოშობილი დავების მოსაგვარებლად მოქალაქეებს შეუძლიათ, მედიტორ ნოტარიუსებს მიმართონ. აღნიშნული სანოტარო სერვისი უფასოა და მხარეებს მნიშვნელოვნად უმარტივებს დავების მოგვარების პროცესს. ამ ეტაპზე სანოტარო მედიაციის უკვე 21 პროცესი დასრულდა მხარეთა შორის მორიგებით.

ნოტარიუსთა პალატა სანოტარო მედიაციის უპირატესობაზე მიუთითებს:

დავა გვარდება სწრაფად და მარტივად - მოდავე მხარეებს აღარ უწევთ სასამართლოში წასვლა, მიდიან ნებისმიერ მედიატორ-ნოტარიუსთან, ზოგავენ დროს;
მედიაცია არის ნებაყოფლობითი და არა იძულებითი პროცესი - ნოტარიუსთან დავის მოსაგვარებლად ყველა მხარე საკუთარი ნებით მიდის, არავინ აიძულებს მოსალაპარაკებელ მაგიდასთან დაჯდომას;

მედიაციის დროს ნებისმიერი მხარე თანასწორუფლებიანია - მედიატორი-ნოტარიუსი, როგორც მიუკერძოებელი, ობიექტური მრჩეველი, ნებისმიერი მხარის ინტერესს თანაბრად იცავს და შეთანხმების მიღწევაში ეხმარება;

კონფიდენციალობა - ნოტარიუსს არ აქვს უფლება, გაამჟღავნოს ინფორმაცია, რომელიც მისთვის მედიაციის განხორციელებისას გახდა ცნობილი;

მედიაციის დასრულებით კონფლიქტი სრულდება - სანოტარო მედიაცია არა მხოლოდ მორიგების, არამედ შერიგების გარანტიაცაა;

დავის მოგვარების შემდგომ, ნოტარიუსი ადგენს მორიგების აქტს და სანოტარო წესით ამოწმებს.

აღიშნული დოკუმენტით განსაზღვრულია მოდავე მხარეების მოვალეობები. ხოლო თუკი მორიგების აქტით გათვალისწინებული ვალდებულება არ შესრულდა, ნოტარიუსი სააღსრულებო ფურცელსაც გასცემს, რისთვისაც, ასევე, აღარ არის საჭირო სასამართლოსთვის მიმართვა.

აღნიშნული კანონის ფარგლებში, სანოტარო მედიაციის გარდა, მოქალაქეთათვის უფასოა ნოტარიუსის მიერ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერის დამოწმებაც.

საკვანძო სიტყვები:

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი