საზოგადოება
„მედიანიუსის“ ჟურნალისტ ნინო ექვთიმიშვილს „თავისუფალი სიტყვის დამცველის“ პრიზი გადაეცა
ორგანიზაციამ „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში, 2018 წლის საქმიანობის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა და სასამართლო ინსტანციის, კერძო და საჯარო უწყებების, ჟურნალისტური კორპუსის წარმატებული წარმომადგენლები სპეციალურ ნომინაციებში დააჯილდოვა.
ა(ა)იპ „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2014 წლიდან საფუძველი ჩაუყარა ტრადიციას, როდესაც წლის საქმიანობის ღონისძიებაზე აღინიშნება პროფესიული წრისა და იმ ინსტიტუციების დამსახურებული როლი, რომლებმაც ორგანიზაციასთან თანამშრომლობის პროცესში ან საზოგადოებრივი მაღალი ნდობის პირობებში, საკუთარი უფლებამოსილებები და ვალდებულებები კეთილსინდისიერად შეასრულეს.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ აღმასრულებელი გუნდის გადაწყვეტილებით, 2018 წლის ღონისძიებაზე, ნომინანტთა შორის დასახელდა საინფორმაციო სააგენტო ,,მედიანიუსის" ჟურნალისტი ნინო ექვთიმიშვილი, რომელსაც გადაეცა ჯილდო ნომინაციაში: „თავისუფალი სიტყვის დამცველი - 2018“.
,,ახალგაზრდა ადვოკატების" ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა მადლობა გადაუხადა საზოგადოებას ნდობისთვის და აღნიშნა, რომ ორგანიზაცია კვლავ იქნება შესაძლებლობების, ობიექტური და საზოგადოებისთვის სანდო ორგანიზაცია.
,,ჩვენი შემოსავლის წყარო დაკავშირებულია ჩვენი პროფესიული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლებით. ამ გაგებით, ,,ახალგაზრდა ადვოკატები" ქართული არასამთავრობო ორგანიზაციაა, ჩვენ ხელფასს გვიხდის კლიენტი, რაც ადამიანის უფლებების დაცვის ინსტიტუციონალიზაციისთვის მიგვაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზი და საფუძველია. ამიტომაც, ეს განაპირობებს ნდობას და მათ შორის, პროფესიული საზოგადოებისა თუ კრიტიკოსების აღიარებას", - აღნიშნა არჩილ კაიკაციშვილმა.
,,ახალგაზრდა ადვოკატებმა" 2019 წელი საქმიანობაში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების წლად გამოაცხადა. ასევე, ღონისძიებაზე აღინიშნა ის მთავარი სიახლეები, რომელსაც ორგანიზაცია ახალი წლიდან გეგმავს:
„ახალგაზრდა ადვოკატები“ 2019 წელს სამართლიანობის აღდგენის საკითხზე ქონება ჩამორთმეულთა ფორუმს გამართავს;
„ახალგაზრდა ადვოკატები“ 2019 წელს სისტემური დანაშაულებების კვლევის საერთაშორისო ლობისტურ ჯგუფს დააფუძნებს;
„ახალგაზრდა ადვოკატები“ პარლამენტს კანონპროექტით მიმართავს, რითაც სასამართლოებში სახელმწიფო უწყებების წაგებულ დავებზე სამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება;
„ახალგაზრდა ადვოკატების“ ახალი საკანონმდებლო წინადადებით, საკრებულოს წევრებად მოქმედი დირექტორებისა და პედაგოგების არჩევის საკითხი გადაიხედება;
„ახალგაზრდა ადვოკატები“ სამართლისა და კანონმდებლობის საკითხზე სტუდენტებს ონლაინ თანამშრომლობის პლატფორმას სთავაზობს;
„ახალგაზრდა ადვოკატები“ პარლამენტს ნეპოტიზმის დისკრიმინაციის ფორმად განსაზრისთვის საკანონმდებლო წინადადებით მიმართავს.
საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში გამართულ ღონისძიებას ესწრებოდნენ აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, სამოქალაქო ორგანიზაციები, ექსპერტები, მედია და სხვა მოწვეული პირები.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


