პოლიტიკა
მედიაგარემო საქართველოში პლურალისტულია, თუმცა ჯერჯერობით დამოუკიდებელი არაა - RSF-ის ანგარიშში
საერთაშორისო ორგანიზაციამ „ჟურნალისტები საზღვრების გარეშე“ 2018 წლის პრესის თავისუფლების ინდექსი გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს პოზიცია სამი საფეხურით დაწინაურდა. საქართველო 64-დან 61-ე ადგილზე გადაინაცვლა.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, საქართველოში მედია „პლურალისტულია, თუმცა ჯერ დამოუკიდებელი“ არაა. ავტორების თქმით, ქართული მედიასივრცე ძალიან პოლარიზებულია. ბოლო წლებში განხორციელებულმა რეფორმებმა გამჭვირვალობისა და სატელიტური მაუწყებლობის კუთხით გაუმჯობესება გამოიწვია, თუმცა მედიამფლობელები ჯერ კიდევ ერევიან სარედაქციო პოლიტიკაში.
ანგარიშში გამახვილებულია ყურადღება რუსთავი 2-ის მფლობელების გარშემო მიმდინარე სასამართლო დავაზე. წერია, რომ ამას დიდი გავლენა ექნება შემდგომში.
საქართველოში ჟურნალისტების მიმართ ძალადობის ფაქტები იშვიათად ხდება, თუმცა მუქარის შემთხვევები იკვეთება. ანგარიშის თანახმად, საქართველო ტრადიციულ თავშესაფარს წარმოადგენს სამეზობლოდან წასული დისიდენტებისთვის, თუმცა აფგან მუხთარლის თბილისიდან გატაცებას დიდი რეზონანსი მოჰყვა. წერენ, რომ ის მისტიკურად გაჩნდა აზერბაიჯანში, სადაც 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ანგარიშის თანახმად, უსაფრთხოების სამსახურის ორი მაღალჩინოსნის გათავისუფლების მიუხედავად, საქართველოში მიმდინარე გამოძიებამ მუხთარლის გატაცებაზე გონივრული ახსნა-განმარტების გაკეთება ამ დრომდე ვერ შეძლო.
რაც შეეხება მსოფლიოში არსებულ სიტუაციას, ანგარიშის თანახმად, ჟურნალისტების მიმართ გარემო სულ უფრო მტრული ხდება, რაც ღიადაა წაქეზებულია პოლიტიკური ლიდერების მიერ, რაც დემოკრატიას საფრთხეს უქმნის.
პრესის თავისუფლების მხრივ პირველ ადგილზეა ნორვეგია, ხოლო ბოლო, 180-ე ადგილზე კი ჩრდილოეთ კორეა აღმოჩნდა.
პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველოს მეზობელმა ქვეყნებმა შემდეგი პოზიციები დაიკავეს: აზერბაიჯანი 163-ეზეა, სომხეთი - მე-80-ზე, რუსეთი - 148-ზე, თურქეთი - 157-ზე, უკრაინა კი 101-ეზე.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


