სამართალი
მე ვთქვი, რომ ხომ არ მიეცეს პრეზიდენტის აქტების მომზადებაში მონაწილეობის უფლება მთავრობას - თენგიზ შარმანაშვილი
საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე სახელმწიფო კომისიის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა განმარტა საკუთარი იდეა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ფორმით უნდა მიიღოს მონაწილეობა მთავრობამ პრეზიდენტის გადაწყვეტილებებში.
აღნიშნულის გაკეთება შარმანაშვილს მას შემდეგ მოუწია, რაც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა გიორგი გოცირიძემ განაცხადა, რომ თენგიზ შარმანაშვილი გამოვიდა იდეით, რომ პრეზიდენტის მიერ საკუთარი უფლების გამოყენების დროს, იქნება ეს პატიმრების შეწყალება, ან კანონზე ვეტოს დადება, თუ ორმაგი მოქალაქეობის მინიჭება- რომ ამ საკითხების გადაწყვეტა პრეზიდენტს მთავრობის გარეშე არ შეეძლება.
თენგიზ შარმანაშვილის განმარტებით კი, ის გულისხმობდა მხოლოდ იმას, რომ ხომ არ მიეცეს ამ აქტების მომზადებაში მონაწილეობის მიღების უფლება მთავრობასაც.
„დავაფიქსირეთ, რომ კონტრასიგნაციის შემთხვევაში მთავრობა ხდება პასუხისმგებელი ამ აქტის შესრულებაზე, ანუ პრეზიდენტზე არ არის არანაირი პასუხისმგებლობა და უფლებამოსილება, ყველაფერს აკეთებს მთავრობა. მე ვგულისხმობ, რომ ის რაც მისი განსახორციელებელი იქნება შემდგომში, ხომ არ მიეცეს ამ აქტის მომზადებაში მონაწილეობის უფლება მთავრობას. ვთავაზობ, რამდენიმე ვარიანტს. რატომღაც ეს იქნა ატაცებული, მაგრამ მერე აღმოჩნდა, რომ არასწორად იყო გაგებული, თითქოს ვინმე ითხოვდა შეწყალების ნაწილში კონტრასიგნაციას,ან ვეტოს დადების ნაწილში. ეს აბსოლუტურად არასწორია“,-აღნიშნა შარმანაშვილმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


