პოლიტიკა
მე ვთხოვე საქართველოს დახმარება და არა რომელიმე კონკრეტულ პარტიას - ზაზა სარალიძე
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ სოციალურ ქსელში გააკრიტიკა როგორც მმართველი პარტია, ასევე ოპოზიცია იმის გამო, რომ რთულ პერიოდში მის გვერდით არ დადგნენ.
“დიდი მადლობა დარიგებისათვის. მე ვიცი განწირული ვარ და შეგუებული ვარ ამ აზრს, რაზედაც თქვენ მაფრთხილებთ.
ახლა რაც შეეხება პარტიებს.
მე ვთხოვე საქართველოს დახმარება და არა რომელიმე კონკრეტულ პარტიას.
ძალიან მოხარული ვიქნები თუ მმართველი გუნდიდან გამოვა და დამიდგება გვერდით აქციაზე და ჩემთან,მალხაზ ნაჩალიკაშვილთან და ყველა შვილმოკლულ მშობელთან ერთად იბრძოლებენ სამართლიანობის აღსადგენად.
დაბოლოს, თუ ვინმე ცდილობს ჩემი შვილის საქმე სათავისოდ გამოიყენოს, რატო აძლევთ თქვენ, ქართველები მაგის უფლებას?
ექვსი თვე დაჩოქილი ვიხვეწებოდი სამართლის აღგდგენას.
სად იყო მმართველი გუნდი, როდესაც სახეში მაფურთხებდა პროკურატურა.
სად იყო გახარია, როდესაც ვეხვეწე, შემხვდი-თქო და ფეხებზე დამიკიდა.
სად იყავით თქვენ, პირადად ახლა რო ჭკუას მარიგებთ?
მე ყველა პარტია მ...........ა, მმართველიცა და ყოფილიც.
და როდესაც მიხვდებით, რას ნიშნავ,ს შვილს როცა სადისტურად გიკლავენ და მერე მის სულში აფურთხებენ, მაშინ ვისაუბროთ დანარჩენზე“, -დაწერა სარალიძემ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


