პოლიტიკა
მე ვისურვებდი 4 წლის თავზე ნაკლებ რადიკალიზმს და მეტ სიმართლეს საქართველოს პარლამენტში - ირაკლი კობახიძე
საქართველოს პარლამენტის ახალარჩეულმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა გამოცხადებული ნდობისთვის საქართველოს პარლამენტის წევრებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს მის კანდიდატურას.
კობახიძემ დეპუტატებს სიტყვით მიმართა და გამოეხმაურა დებატებს, რომელიც მის არჩევასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ორგანოში გაიმართა.
,,ეს დებატები შორს იყო ჯოჯოხეთისგან, თუმცა მაინც იგრძნობოდა ამ დებატებში პოსტსაარჩევნო გარემოს სპეციფიკა. მე ვისურვებდი 4 წლის თავზე ნაკლებ რადიკალიზმს და მეტ სიმართლეს საქართველოს პარლამენტში.
კიდევ ერთხელ მინდა დაგიდასტუროთ ჩემი პატივისცემა პარლამენტის თითოეულ წევრს, იმ წევრებს, რომლებიც დღეს იყვნენ აგრესიულები და რომლებიც არ იყვნენ აგრესიულები. იმ წევრებს, რომლებიც დღეს იყვნენ კონსტრუქციულები და არ იყვნენ კონსტრუქციულები, რომლებიც საუბრობდნენ სიძულვილის ენაზე და არ საუბრობდნენ სიძულვილის ენაზე, იმ წევრებს, რომლებმაც დღეს თქვეს სიმართლე და რომლებმაც არ თქვეს სიმართლე.
კიდევ ერთხელ მინდა, ზოგადად დაგიდასტუროთ, ჩემი მზადყოფნა რომ არ დავიშურებ ძალას იმისათვის, რათა ხელი შევუწყო საქართველოში პარლამენტარიზმის ტრადიციების შემდგომ განვითარებას და უზრუველვყო ის, რომ თითოეულ თქვენგანს ჰქონდეს საპარლამენტო მუშაობაში საკუთარი თავის სათანადოდ გამოვლენის შესაძლებლობა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა’’, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


