სამართალი
მე ვიქნები ადამიანი, რომელიც ქიმიისა და ფიზიკის სფეროში გადატრიალებას მოახდენს - 76 წლის დედის მკვლელობაში ბრალდებული
76 წლის ლუბა ყოჩიაშვილის განსაკუთრებული სისასტიკით ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებული, ირმა ყოჩიაშვილი აცხადებს, რომ მას შეეძლო საერთოდ არ ეყურებინა საკუთარი დედის მკვლელობისთვის, თუმცა გადაწყვიტა თავად ენახა მკვლელობის პროცესი.
როგორც ბრალდებულმა დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე განაცხადა, მკვლელობის პროცესის ყურებით მან მიიღო გარკვეული გამოცდილება ქიმიისა და ფიზიკის განხრით და აპირებს, რომ დაწეროს წიგნი და სფეროებში მოახდინოს გადატრიალება.
,,ეს ჩემი დათანხმება და მოტივაცია, რომ ამაზე წავსულიყავი გამოიწვია იმან, რომ ლუბა ყოჩიაშვილი და ომარ ყოჩიაშვილი იყვნენ ადამიანები, რომლებმაც 19 წლის განმავლობაში სიცოცხლე გამიმწარეს ყველანაირი გზითა და ყველანაირი ხერხით. მოხდა ისეთი რამ, რასაც არ ველოდი. მეც ამ გამოცდილებიდან ფიზიკა-ქიმიის განხრით წავედი და ჩემი წიგნის მეორე ნაწილს ქიმია-ფიზიკაზე ვწერ. მე ვიქნები ადამიანი, რომელიც ქიმიისა ფიზიკის სფეროში გადატრიალებას მოახდენს. ბევრი წინაპირობაც იყო, რომ ამ კადრებისთვის ჩვეულებრივად მეყურებინა. ბავშვი, რომელიც უყურებს დედას და მამას, რომლებმაც იშვილეს და ისინი ასეთ სიტყვებს ეუბნებიან, რომ შენ დედამიწაზე უნდა დადიოდე და ჩემი შვილი საფლავში უნდა იწვესო? ადამიანები ვართ და ასეთ სიტვებს რომ გავიგებთ და გადაგვეკეტება, ვინ რას გააკეთებს, ღმერთმა არ იცის. ჩემი აზრით, ის უნდა იყოს გათვალისწინებული, რომ 19 წლის განმავლობაში ამ ადამიანებისგან ფსიქიკური და ფიზიკური ზეწოლა იყო და ახლაც მაქვს შრამები’’, - განაცხადა ირმა ყოჩიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღევანდელ პროცესზევე საქმეზე კიდევ ერთმა ბრალკდებულმა, ირმა ყოჩიაშვილის შეყვარებულმა, ბექა შენგელიამ კანიბალიზმის ფაქტი აღიარა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


