პოლიტიკა
მე ვერ დავავალდებულებდი ჩემს ამომრჩეველს, გამოცხადებულიყვნენ უბნებზე ვაშაძისთვის, რადგან ისინი ზოგჯერ ჩემთვისაც კი არ მოდიან - შალვა ნათელაშვილი
„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარის, შალვა ნათელაშვილის მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილი მანამდე გაიმარჯვებს, სანამ მისი მთავარი კონკურენტი „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.~სანამ ივანიშვილის
მისივე თქმით, „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ერთხელ უკვე წაუყენა ბრალი ღალატის ბრალდებით, როდესაც 2007 წელს გენერალური პროკურორის მოადგილე იყო.
„ნიკა გვარამიამ ერთხელ სამშობლოს ღალატზე წამიყენა ოფიციალურად ბრალი ახლა უკვე ნაცმოძრაობის ღალატიც ჩამიდენია თურმე, რადგან მათი მხარდაჭერილი და თავიდანვე უსუსური კანდიდატურა ვერ გაიყვანეს პრეზიდენტად, რის გამოც ეს უმაღლესი პოსტი ხონჩით მიართვეს რუსეთის დაზვერვის ოფიცერ ქალბატონს. ხომ ვეუბნებოდი, უპირველესად მიხეილ სააკაშვილსა და ნიკა გვარამიას, რომ დაეჭირათ მხარი ჩემთვის, რის შედეგადაც პირველივე ტურში დავამთავრებდი ივანიშვილის რეჟიმს. მომისმინეს? მეტი არაა ჩემი მტერი. მთელი წინასაარჩევნო კამპანია, ედისონ რისერჩის რეიტინგები აეწყო ჩემ წინააღმდეგ, რომ მესამე ადგილზეც კი არ გავსულიყავი და იქ სავალდებულო წესით წამოეჭიმათ უსახური დავით ბაქრაძე, რომლის მომხრე ეპოქა გავიდა და ვერ ვნახე. თვითონ რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი პირდაპირ მოუწოდებდა ამომრჩეველს, ჩემზე არ მოეცათ ხმა, რადგან ნულოვანი რესურსი მქონდა თურმე. თუ ასე იყო, აბა, რას მემდურიან, ნულოვანის იმედზე როგორ იყვნენ? რეალურად კი, ვინც წავიდა ჩვენი მომხრე არჩევნებზე, თითქმის უმრავლესობამ ვაშაძე შემოხაზა. მეტი რა უნდა მექნა. მე ვერ დავავალდებულებდი ჩემს ამომრჩეველს, სავალდებულოდ გამოცხადებულიყვნენ უბნებზე, რადგან, ჯერ ერთი, ისინი ზოგჯერ ჩემთვისაც კი არ მოდიან ხმის მოსაცემად, თუმცა რჩებიან მომხრეებად, (უცნაურია, მაგრამ ქართულია) მეორე, მე ეს ამომრჩეველი, განსხვავებით ზოგისგან, არ მიყიდია, ისინი იდეის გამო მომყვებიან 25 წელია და როგორ გინდ, დაარწმუნო ბევრი მათგანი, რომ ნაცი ან ქოცი მხარდასაჭერია და მესამე მხარი რომ დამეჭირა, ან ერთი, ან მეორე კანდიდატისთვის, ხომ ატყდებოდა ისტერიკა, რომ ფული ავიღე და ხმები გავყიდე? მოკლედ, იგივე სიმღერა. ამ სისულელეების ბჟუტურს და საკუთარი ცოდვების სხვაზე, ანუ ჩემზე გადაბრალებას სჯობს, გააცნობიერონ ერთი მარტივი ჭეშმარიტება - სანამ ივანიშვილის რეჟიმთან მთავარი კონკურენტი იქნება ნაცმოძრაობა, ბოკერია და სხვები, ოლიგარქი არჩევნებს ყოველთვის მოიგებს. საერთოდ კი ჩემზე ყველაფრის გადმობრალება საზოგადოების ავადმყოფმა ნაწილმა უკვე პროფესიად აქცია, ჯერ იყო და ასლან აბაშიძე გადამემტერა, რომ მხარი არ დავუჭირე პარლამენტში უმრავლესობით მოსულიყო, მერე რჩეულიშვილი მაბრალებდა, რომ პრეზიდენტი ვერ გახდა, შემდგომ ნაცმოძრაობა მაბრალებდა შევარდნაძესთან ალიანსს, მერე დამბრალდა სააკაშვილის საკრებულოს თავმჯდომარეობა და გაპრეზიდენტება, 2007 წელს უკვე გრეჩიხას არგაპრეზიდენტება ავიკიდე ცოდვად, მერე ივანიშვილს პოლიტიკაში შემოსვლა შემრაცხეს გადაცდომად, დღეს უკვე ვაშაძეც ჩამიჩეხია საპრეზიდენტო მარათონიდან. ვაი თქვენს პატრონს, წადით,იმკურნალეთ“, - დაწერა ნათელაშვილმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


