პოლიტიკა
მე ვარ სამხედრო ტყვე და მძევალი - მიხეილ სააკაშვილი
"მე ვარ სამხედრო ტყვე და მძევალი" - განაცხადა "ვივა მედიდან" სასამართლოში ჩართვის დროსსაქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა .
თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა პიჯაკების საქმეზე მიმდინარეობს. განხილვა ფინალურ ეტაპზეა. დღეს სააკაშვილის უფლებადამცველმა დასკვნითი სიტყვა უნდა თქვას.
„დღევანდელი მთავრობა ხარჯავს ზუსტად 4-ჯერ მეტს, ვიდრე მე ვხარჯავდი მაშინ. და თქვენ არ მოხსენით გრიფით საიდუმლო ამ მთავრობის ხარჯებს მხოლოდ ერთადერთი მიზეზის გამო, რომ მე გაგემტყუნებინეთ. ეს არის არა მხოლოდ ჩემი დაცინვა და საქართველოს დაცინვაა, არამედ ამერიკის მოქმედ პრეზიდენტზე გალაშქრება და მისი დაცინვა, რომ თქვენ მისი გამასპინძლების ხარჯებს მითვლით სისხლის სამართლის დანაშაულში. ამერიკის პრეზიდენტსაც ასამართლებთ თქვენ დღეს. თითიდან გამოწოვილია, ჰილარის კლინტონის რედბულით დაწყებული, დამთავრებული პრეზიდენტს კაჩინსკის საფლავზე მიტანილი გვირგვინით და პრეზიდენტ ტრამპის გამასპიძლებით და მეორეს მხრივ, 15 მლრდ დოლარი, რომელიც მე დავუმატე საქართველოს. სინამდვილეში, თქვენ 8 მლნ ე.წ. გაფლანგვისთვის კი არ მასამართლებთ, თქვენ მასამართლებთ იმისთვის, რომ საქართველოს 15 მლრდ დავამატე,“ - განაცხადა სააკაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


