სამართალი
„მე ვარ პასუხისმგებელიო“ თქვა პოლიციელმა - ნუცუბიძის პლატოს ინციდენტის თვითმხილველი
ნუცუბიძის პლატოზე გარდაცვლილი პაატა პავლიაშვილის ოჯახის წევრები და მეზობლები დაკითხვაზე მთავარ პროკურატურაში იმყოფებიან.
საგამოძიებო უწყება გარდაცვლილის დედამ და მეუღლემ უკვე დატოვეს, თუმცა მათ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ამასთან, როგორც ფაქტის თვითმხილველმა, პაატა პავლიაშვილის მეზობელმა ქეთევან თოდრიამ ჟურნალისტებს პროკურატურაში შესვლამდე განუცხადა, ბორკილების დადება „რომ ჩაიკეცა, კიდევ მიმდინარეობდა “.
„იქვე მდგარმა მეზობლებმაც უთხრეს, დაანებეთ თავიო. ერთ-ერთმა პოლიციელმა თქვა „მე ვარ პასუხისმგებელიო“. რომ ჩაიკეცა, კიდევ მიმდინარეობდა ბორკილის დადება. პოლიციელებმა ერთი ის გააკეთეს რომ, მერე დააწვინეს. სასწრაფოც ძალიან მალე მოვიდა. იქვე მდგომმა მეზობლებმა, ვინც ამ ფაქტს შეესწრო , ისინი ახდენდნენ რეანიმაციულ დახმარებას“,-თქვა თვითმხილველმა.
კიდევ ერთი მეზობლის, თამარ ნატბელაძის თქმით,გარდაცვლილი ფსიქოტროპულ მედიკამენტებს არ ღებულობდა.
„არანაირი ფსიქიკური აშლილობა არ ქონია, მაგრამ მე დღე და ღამე სანთელი არ მეჭირა, მასთან არ ვიყავი. ნასვამობას არ ვუარყოფ. იმიტომ რომ მას ძმა გარდაეცვალა და მან დიდი სტრესი მიიღო. მაგრამ იყო ზრდილობიანი, წესიერი“,-განაცხადა გარდაცვლილის მეზობელმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


