სამართალი
მე ვარ ბინძური კამპანიის მსხვერპლი - მარნეულის ყოფილი მერი
მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. აბაზოვის მტკიცებით, მას ცილი დასწამეს, რიგ გამოც ის აპირებს საჩივარი შეიტანოს სასამართლოში.
„მე ვარ ბინძური პროვოკაციის მსხვერპლი. ერთ-ერთმა მოწმემ როგორც განაცხადა, ეს იყო იმისთვის გაკეთებული, რომ მას ასეთი ბინძური გინებითა და ოჯახის შეურაცხყოფით უნდოდა „ნაციონალურ მოძრაობაში“ გადასვლა. რეალურად ეს ადამიანი იყო „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი. მე მსჯავრდებული არ ვყოფილვარ, მე ვიყავი ბრალდებული. მე საჩივარი უნდა შევიტანო ცილისწამებისთვის, ვინაიდან ჩემი ოჯახი იყო წამოუდგენლად შეურაცხყოფილი“, - განუცხადა „რუსთავი 2“-ს აბაზოვმა.
თემურ აბაზოვს აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გუშინ შეეცვალა.
მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი პროკურატურამ 13 ივნისს დააკავა და სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 14 ივნისს შეუფარდა.
ცნობისთვის, 11 ივნისს ფეისბუკის სხვადასხვა ჯგუფში ვრცელდებოდა ვიდეო, სადაც ელჩინ ალახვერდიევს ბოდიშს ახდევინებენ, შარდით სახის დაბანას აიძულებენ და აზერბაიჯანულად ეუბნებიან, რომ „შენ ღირსება არ გაქვს“. აღნიშნულ ვიდეოზე „მარნეულის სათემო რადიომ“ და სტუდია მონიტორმა სიუჟეტები მოამზადეს, რომლებიდანაც ირკვევა, რომ მარნეულის მკვიდრი ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და მარნეულის მაშინდელი მერის, თემურ აბაზოვის საჯარო შეგინების გამო დასაჯეს. „მარნეულის სათემო რადიოს“ ინფორმაციით, ვიდეოს გადაღების პროცესს ესწრებოდა თავად აბაზოვი.
აღნისნულ ფაქტზე აბაზოვს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით 157-ე მუხლის პირველი პრიმის პირველი და მეორე ნაწილით წაუყენეს, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას; პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გადაღება-გავრცელების ორგანიზებას გულისხმობს.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


