პოლიტიკა
მე ვაყენებ ჩემს კანდიდატურას პრეზიდენტობაზე - სალომე ზურაბიშვილი
დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებზე თავის კანდიდატურას დააყენებს. ამის შესახებ მან რამდენიმე წუთის წინ ჟურნალისტებს განუცხადა.
„მინდა გითხრათ ოფიციალურად, რომ მე ვაყენებ ჩემს კანდიდატურას პრეზიდენტობაზე . ესაა ჩემი გადაწყვეტილება, ესაა გადაწყვეტილება, რომელზეც, როგორც იცით, ბევრი ვიფიქრე. ასეთი გადაწყვეტილების მიღება არ მომხდარა ერთ დღეში, იმიტომ რომ ესაა ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. რაც არ უნდა ადამიანი ფიქრობდეს ამაზე, და იცით, რომ 2013 წელსაც ვფიქრობდი ამაზე, გადაწყვეტილებამდე მისვლა არის საკმაოდ მძიმე“, - განაცხადა ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს ჩატარდება.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


