უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

30 ნოემბერი, 2018 13:50
font-size

მე თავიდანვე ვიცოდი, რომ მართალი ვარ ცამდე - საქალაქო სასამართლომ გოგა ხაინდრავას წინააღმდეგ ეკა გიგაურის სარჩელი არ დააკმაყოფილა

საქალაქო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ თავმჯდომარის, ეკა გიგაურის, სარჩელი არ დააკმაყოფილა.

მოსამართლე ქეთევან კუჭავას განცხადებით, გოგა ხაინდრავას სადავო განცხადებაში არ იყო ცილისმწამებლური ელემენტები და იყო მხოლოდ შეფასება.

უშუალოდ ხაინდრავამ განაცხადა, რომ სასამართლოში მხოლოდ იმის გამო დადიოდა, რომ საზოგადოებისთვის დაენახებინა, რას წარმოადგენს გიგაური.

„ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ შეაფასებს ამას საზოგადოება, რას წარმოადგენს გიგაური. მხოლოდ იმისთვის ვიყავი ამ სასამართლოში, ამ სამი წლის განმავლობაში დავდიოდი, რომ მეჩვენებენინა საზოგადოებისთვის, ვინ არიან ეს ადამიანები, რას სჩადიოდნენ და რას სჩადიან დღეს. სხვა არანაირი აზრი ჩემთვის აქ არ ჰქონდა იმიტომ, რომ მე თავიდანვე ვიცოდი, რომ მართალი ვარ ცამდე და ეს დაადასტურა სასამართლომ და ეს ვიცოდი არა მარტო მე, არამედ მთელმა საქართველომ“, - განაცხადა ხაინდრავამ.

ეკა გიგაურის ადვოკატის, თეონა ზაქარაშვილმა საქალაქო სასამართლო მიკერძოებაში დაადანაშაულა. გიგაურის ადვოკატები გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციოში აპირებენ, შემდეგ კი სტრასბურგის სასამართლოში.

„თავიდანვე ვაცნობიერებდით, ჩვენ არ შეგვქონდა სარჩელი დამოუკიდებელ სასამართლოში. ეს დაამტკიცა დღევანდელმა სასამართლომ და გამოიტანა ეს გადაწყვეტილება, რაც გამოიტანა. მიუხედავად ამისა, ჩვენ ავირჩიეთ სამართლებრივი გზა დავის, ჩვენ გავაგრძელებთ დავას, გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში“, - განაცხადა ზაქარაშვილმა.

გიგაურმა ხაინდრავას შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახველი განცხადებების გამო უჩივლა. ხაინდრავამ განაცხადა, რომ 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების დროს ოპოზიციის დასაშლელად ხელისუფლებამ ეკა გიგაურის ბრძანებით სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებიც გამოიყენა, რის შემდეგ ეკა გიგაურმა კაპიტნის წოდება მიიღო. სწორედ ამის გამო გიგაურმა ხაინდრავასგან ბოდიშის მოხდა და სიმბოლურად 30თეთრის გადახდა მოითხოვა

საკვანძო სიტყვები:

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი