პოლიტიკა
მე შვილი მომიკლეს, მკვლელები ისევ გარეთ დადიან - ზაზა სარალიძე
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის განცხადებით, პროკურატურა ისევ ცდილობს, მისი შვილის მკვლელებს ხელი დააფაროს.
„როგორც მოგეხსენებათ, დიდი უსამართლობის წინაშე დავდექი მე, შვილი მომიკლეს, მაგრამ მკვლელები ისევ გარეთ დადიან. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ დღევანდელი მონაცემებითაც პროკურატურა ისევ ცდილობს, რომ ჩემი შვილის მკვლელებს ხელი დააფაროს.
ჩვენ დიდი ხნის წინ გადავწყვიტეთ, რომ ყველა იმ ადამიანს დავუდგეთ გვერდით, ვინც უსამართლობის შეგრძნებით ცხოვრობს და რომელთა განადგურებასაც სისტემა მაქსიმალურად ეცადა. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოში სამართლიანობა აღდგეს. მართალია, ჩემს შვილს ვერ გავაცოცხლებ, ვერცერთის შვილს ვერ გავაცოცხლებ, მაგრამ მე მეორე შვილიც მყავს, ჩვენ გვყავს მომავალი თაობა, ვის გამოც უნდა ვიბრძოლოთ, რათა სამართლიან ქვეყანაში იცხოვრონ“, -თქვა სარალიძემ „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელ ზვიად კუპრავასთან ერთად დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


