პოლიტიკა
მე რომ ყველაფერი გამეგო, ალბათ, ვუშველიდი ჩემს შვილს - მალხაზ მაჩალიკაშვილი თბილისის პროკურატურაში იმყოფება
თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი ადვოკატთან, მარიამ კუბლაშვილთან ერთად თბილისის პროკურატურაში იმყოფება გამოკითხვაზე. უწყებაში შესვლამდე მან განაცხადა, რომ იმ ღამეს, როცა მისი შვილი სასიკვდილოდ დაჭრეს, მას უფლება ჰქონდა, გაეგო, რატომ მოვიდა სპეცრაზმი.
„ჩვენ ყველამ ვიცით, როგორ უკანონოდ და უდანაშაულოდ დახვრიტეს ჩემი შვილი, თემირლანი საკუთარ საწოლში. იმ ღამეს მე მქონდა ყველაფრის უფლება, რომ გამეგო, რა ხდებოდა იქ. მე ვიყავი თავისუფლებააღკვეთილი, აყვანილი ფაქტობრივად მძევლად. არანაირი საშუალება არ მქონდა, მენახა, რა ხდებოდა. მე რომ ყველაფერი გამეგო, ალბათ, ვუშველიდი ჩემს შვილს. დროულად გადავიყვანდი ან რამე. არ დავუშვებდი იმ შეცდომებს, რაც მათ დაუშვეს“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
მარიამ კუბლაშვილის ინფორმაციით, მათთვის ცნობილი გახდება ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნა და მოხდება მაჩალიკაშვილის გამოკითხვა, თუ რა ხდებოდა რეალურად იმ ღამეს, როცა მაჩალიკაშვილების ოჯახში სპეცრაზმი შევიდა.
ცნობისთვის, თემირლან მაჩალიკაშვილი 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრეს თავის არეში. მაშინ 19 წლის თემირლანი თბილისში გადაიყვანეს, იგეგმებოდა მისი მკურნალობა საზღვარგარეთ, თუმცა 10 იანვარს ის საავადმყოფოსი დაიღუპა.
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


