პოლიტიკა
მე რამდენჯერმე ვაჩვენე ეკა გიგაურს მინიშნებებით, რომ კარგი იქნება, ის გავიდეს არასამთავრობო სექტორიდან - ბიძინა ივანიშვილი
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური „მოუკრეფავში გადავიდა“. ასე უპასუხა მან ტელეკომპანია „მაესტროს“ ჟურნალისტის, მაგდა ანიკაშვილის შეკითხვას, თუ რას უპასუხებდა ივანიშვილის გიგაურის განცხადებას, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე საქართველოში აშშ-ის ელჩად ბრიჯიტ ბრინკის დანიშვნაში ხელს უშლის.
მისივე თქმით, რომ ის მიანიშნებდა გიგაურს არასამთავრობო სექტორის დატოვებისკენ.
„რამდენიმე NGO-ს აქვს პრეტენზია. ისინი არგუმენტების გარეშე დაადანაშაულებენ ხელისუფლებას, მერე თუ ხელისუფლება ამას უპასუხებს, ამას აფორმებენ, როგორც ზეწოლას სამოქალაქო სექტორზე. თუ მედიას, არგუმენტირებულად უპასუხებ, რასაც მე ვახერხებ, ამბობენ, რომ მედიაზე ვახდენ ზეწოლას. ასევე ხდება NGO-ების ნაწილში, რომელშიც ლიდერი გახლავთ ეკა გიგაური. ის უკეთებს კოორდინაციას, გააერთიანა „ეს შენ გეხება“ და კიდევ რამდენიმე ჯგუფი, მე რამდენჯერმე ვაჩვენე მას მინიშნებებით, რომ კარგი იქნება, ის გავიდეს ამ სექტორიდან, რამეთუ ძალიან ცუდ სამსახურს უწევს სამოქალაქო საზოგადოებას ეკა გიგაურის იქ ყოფნა. მე ბევრჯერ მიპასუხია მისთვის, გამომიტანია მისი სიცრუეები, მაგრამ დღეს ვიქნები კარდინალური, ის ცდილობს, ქვეყანა დააზიანოს არათუ შიგნით და გარეთ, არამედ გადავიდა „მოუკრეფავში“, რომ იტყვიან. ამბობს, რომ ამერიკის ელჩს აღარ ნიშნავს ივანიშვილიო. ჟიჟილაშვილთან მივიდა, დაალაგეს ახლა ეტყობა. ჟიჟილაშვილის წუხილი იყო კიდევ, უი, უი, რა გვეშველებაო. იქ გიგაურმა გააკეთა განმარტებები, რომ საშინელებები ხდება. წარმოუდგენელ თამაშში შევიდა უკვე ეკა გიგაური. ამაზე პასუხის გაცემაზე მცდელობაც არ მექნება. შედით ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე და ნახეთ რამდენი ელჩი დანიშნეს და სად არის ვაკანსია. ამის იქით როგორ წარმოგიდგენიათ ეს ყველაფერი? ეკა გიგაურს სურს ამ მინდორზე გადაგვიყვანოს და იქიდან დაიცვას თავი იმ კითხვებისგან, რომელიც მის მიმართ ისმის“, - განაცხადა ივანიშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


