პოლიტიკა
მე მხარს ვუჭერ საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებას მარიხუანის მოხმარებასთან დაკავშირებით - პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ის მხარს უჭერს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მარიხუანის მოხმარებასთან დაკავშირებით.
პრეზიდენტი გამოეხმაურა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის იმ ნაწილს, რომლის თანახმად, გამოკითხულთა 74% მარიხუანის ლეგალიზებას არ ემხრობა.
„მოდით, ასე ვთქვათ, 74% ფიქრობს, რომ მარიხუანის მოხმარება არ არის კარგი და დადებითი ჩვევა. შემიძლია, შევუერთდე ამ 74%-ს და ალბათ, შევუერთდე 90%-ს, რომელსაც მიაჩნია, რომ სიგარეტის მოხმარება არის კატასტროფა. შემიძლია, შევუერთდე 100%-ს მოქალაქეების, ვისაც მიაჩნია, რომ ალკოჰოლის მოხმარება არის ცუდი, ზედმეტი, მაგრამ უნდა გავავლოთ ზღვარი. ცუდი და კარგი ჩვევა ერთია და მე ვიზიარებ იმ ადამიანის პოზიციას, ვისაც არც ალკოჰოლის მოხმარება, არც მარიხუანის, არც ნიკოტინის არ მიაჩნია სწორად, მაგრამ ეს ერთი საკითხია, მეორე საკითხია, ამის გამო, ადამიანები რამდენად უნდა გვყავდეს ციხეში ჩასმული, ჩვენ უნდა ვისწავლოთ ამ ზღვარის გავლება“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, თავისუფალი საზოგადოება თავისუფლების ზღვარს ძალიან აფართოებს, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოზე თავდასხმა უპასუხისმგებლობაა.
„რაც უფრო გავაფართოებთ ამ ზღვარს, მით უფრო თავისუფლები ვიქნებით. რაც უფრო მეტად მივცემთ ჩვენს მოქალაქეებს უფლებას, თვითონ აირჩიონ, როგორ მოიქცნენ, ცუდადაც და კარგადაც. ასე რომ, მე მხარს ვუჭერ საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებას და აგრეთვე მიმაჩნია, რომ სრულიად უპასუხისმგებლობაა თავდასხმები საკონსტიტუციო სასამართლოზე. ინსტიტუტებს ამ ქვეყანაში ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად ესხმიან, მარცხნიდან მარჯვნიდან, ზევიდან და ქვევიდან. ამ ინსტიტუტს თუ დავანგრევთ, ვინ დაიცავს კანონს, ყველა ინსტიტუტს თუ შევარყევთ“, – განაცხადა მარგველაშვილმა.
ცნობისთვის, 30 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ „გირჩის“ წევრების ზურაბ ჯაფარიძისა და ვახტანგ მეგრელიშვილის ერთობლივი სარჩელი დააკმაყოფილა, რომლითაც მარიხუანას მოხმარებაზე ადმინისტრაციული სასჯელი გააუქმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


