პოლიტიკა
მე მივეცი ჩემი ხმა ქვეყნის მომავალს. არა კრიმინალურ ბანდას, არა ქვეყნის მოღალატე ზურაბიშვილს - მალხაზ მაჩალიკაშვილი
პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. მან ხმა დუისში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მისცა. მაჩალიკაშვილმა ბიულეტენზე სასურველი კანდიდატი დაუფარავად, კაბინაში შესვლის გარეშე შემოხაზა და შემდგომ ის საარჩევნო ყუთში ჩააგდო.
მაჩალიკაშვილის თქმით, მან ხმა გრიგოლ ვაშაძეს მისცა.
„მე მივეცი ჩემი ხმა ქვეყნის მომავალს. არა კრიმინალურ ბანდას, არა ქვეყნის მოღალატე ზურაბიშვილს. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს ჩემს საქმესთან დაკავშირებით, ის მთავრობა მოვა, მე მომიწევს ბრძოლა, მე ისიც ვიცი, იმ მთავრობაშიც მომიწევს ბრძოლა. მე ერთი წელიწადია ვიბრძვი, მთელ სახელწიფოს წინააღმდეგ ვიბრძვი ერთი ადამიანი. მთელი სახელმწიფო მებრძვის იმისთვის, რომ არ გაშუქდეს, არ გაჟღერდეს ამათ მიერ ჩადენილი სახელმწიფო დანაშაული. მე ამას გავაკეთებ, ამას მივაღწევ. ეს ამათ უნდათ თუ არ უნდათ. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს ის მთავრობა მოვა თუ ეს მთავრობა დარჩება, ვინც წამოვიდა ჩემ წინააღმდეგ, მას საკადრის პასუხს გავცემ ყოველთვის.
რაც შეეხება ხმას, მე ის ქვეყნის ნამდვილ მომავალს მივეცი, გაერთიანებულ ოპოზიციას“,- განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


