პოლიტიკა
მე მინახავს ეკა გიგაურის მხრიდან როგორც ტყუილის ტირაჟირება, ისე არაკომპეტენტურობა და მან ეს იცის - ვანო ზარდიაშვილი
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ვანო ზარდიაშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებას გამოეხმაურა.
დეპუტატის თქმით, არასამათავრობო სექტორმა საზოგადოებას უნდა მიაწოდოს სრული მონაცემები კონკრეტულ საკითხზე და არა დამახინჯბული ინფორმაცია.
„რომელი დეპუტატი ეწევა დღეს სადეპუტატო საქმიანობის პარალელურად სამეწარმეო საქმიანობას?! თუ ამაზე პასუხი არ აქვს, კეთილი ინებოს და უფრო კვალიფიციურად, სიღრმისეულად შეისწავლოს საკითხი და როდესაც იძულებული იქნება, სიმართლე თქვას, თავის მეგობარ ნიკა გვარამიასთან ერთად უთხრას საზოგადოებას, რომ თქვეს ტყუილი და მაშინ დეპუტატებიც ობიექტურად მიიღებენ მოცემულობას, რომ ისინი 10, 15 და 20 წლის წინანდელ, შეჩერებულ ფირმებში ფიქსირდებიან. წარმოიდგინეთ, რას ეუბნებიან ისინი საზოგადოებას, რომ კობა ნაყოფიას შეხება არ აქვს ბიზნესთან და მამუკა მდინარაძე დღემდე ეწევა საადვოკატო საქმიანობას?! ეს იმის ბრალია, რომ ეს ვითომ დამოუკიდებელი ხალხი ბოლო დროს გადასულია სამზარეულოს დონის ჭორაობაზე და ამით შეურაცხყოფენ საზოგადოებას.
მე მინახავს მისი მხრიდან როგორც ტყუილის ტირაჟირება, ისე არაკომპეტენტურობა და მან ეს იცის. ეთიკურ არასამთავრობოს ევალება საზოგადოებისთვის სრული ინფორმაციის მიწოდება და ეკრძალება ეპიზოდური, კონტექსტიდან ამოგლეჯილი, დამახინჯებული ინფორმაციის გახმოვანება. ეს წესით მან უნდა იცოდეს და თუ არ იცის, ესეც არ გამიკვირდება“, - განაცხადა ზარდიაშვილმა.
გუშინ საპარლამენტო სხდომაზე ზარდიაშვილმა გიგაური დეპუტატების სამეწარმეო საქმიანობაზე გამოქვეყნებული კვლევის გამო არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა დეპუტატის განცხადებაზე საპასუხოდ ურჩია ზარდიაშვილს, შეამოწმოს საჯარო რეესტრის მონაცემები საკუთარი სამეწარმეო საქმინობის შესახებ.
შეგახსენებთ, 19 სექტემბერს არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა კვლევა, სადაც საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით დადგინდა, რომ 9 დეპუტატი სამეწარმეო საქმიანობას ეწევიან. მათ შორის არიან: ედიშერ თოლორაია („ქართული ოცნება“), დიმიტრი სამხარაძე („ქართული ოცნება“), იოსებ მაკრახიძე („ქართული ოცნება“), მამუკა მდინარაძე(„ქართული ოცნება“), მარიამ ჯაში („ქართული ოცნება“), დავით ჭიჭინაძე („ქართული ოცნება“), დიმიტრი ხუნდაძე („ქართული ოცნება“), მამუკა ჩიქოვანი („ევროპული საქართველო- რეგიონები“),გიორგი ლომია (საქართველოს პატრიოტები). „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განმარტებით, კანონმდებლობა ამას კრძალავს, ხოლო დარღვევის აღმნოჩენის შემთხვევაში დეპუტატს ვადამდე ადრე პარლამენტის წევრობის უფლებამოსილება უწყდება.
ანა მებურიშვილი
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


