პოლიტიკა
მე მიყვარს უკრაინა მთელი გულით და გავაგრძელებ ბრძოლას ყველა წინაღობის მიუხედავად - მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომ მას უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს.
როგორც სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, მოქალაქეობის ჩამორთმევა უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსა და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებაა, რომელიც პოროშენკოს საქართველოში ვიზიტის დროს მიიღეს.
სააკაშვილის თქმით, მოქალაქეობის წასართმევად პოროშენკომ სპეციალურად შეცვალა მოქალაქეობის გამცემი კომიტეტის შემადგენლობა.
საქართველოს ექს-პრეზიდენტის თქმით, ის უკრაინის მოქალაქეობისთვის იბრძოლებს და ლტოლვილის სტატუსს არ დათანხმდება.
„მე უბრალო უკრაინელი ვარ! დღეს მე იმ მიდგომის მსვერპლი გავხდი, რასაც იყენებენ უკრაინელი პროკურორები თუ ბიუროკრატები ჩვეულებრივი უკრაინელების წინააღმდეგ, რომელთა უფლებებსაც ფეხქვეშ თელავენ.
მე 13 წელზე მეტია უკრაინაში ვცხოვრობ, სამ რევოლუციაში მიმიღია მონაწილეობა, სამივე მათგანი უკრაინაში, 1991 წლის „გრანიტის“ რევოლუციასა და ორივე მეიდანში. მე მხოლოდ ერთი მოქალაქეობა მაქვს და ის უკრაინისაა და ამას ვერ ჩამომართმევენ.
ცდილობენ, ლტოლვილად მაქციონ. ეს არ მოხდება. მე არსად არ დავრჩები და სტატუსს არ შევიცვლი. მე ვიბრძოლებ ჩემი კანონიერი უფლებისთვის უკრაინაში დასაბრუნებლად.
პოროშენკომ გადაწყვიტა, რომ მოქალაქეობა ჩამომართვას მზაკვრული გზით, მაშინ, როცა ქვეყანაში არ ვიმყოფები.
როგორც კი ხელისუფლებამ გაიაზრა, რომ ოპოზიცია ერთიანდება ქუჩაში გამოსასვლელად შემოდგომაზე, რათა ბოლო მოუღოს მათ ოლიგარქიულ მმართველობას, მათმა შიშმა გონება დაძლია! პრეზიდენტმა პოროშენკომ მიაფურთხა კონსტიტუციას, რომლის გარანტი უნდა იყოს.
პოროშენკო საქართველოში ჩავიდა არა იმიტომ რომ დაემყარებინა კავშირი ორ ქვეყანას შორის, არამედ შეთანხმების მისაღწევად ორ ოლიგარქიულ რეჟიმს შორის, უკრაინელ პოროშენკოსა და გაზპრომის უდიდესი აქციონერის პრო-რუს ივანიშვილს შორის.
მათ მოიფიქრეს ახალი მტკიცებულებები ჩემს საქმეში, რომელიც მიაწოდეს უკრაინის გენერალურ პროკურატურას, მაგრამ ეს მორიგი ტყუილია. მას შემდეგ, რაც უკრაინის მოქალაქეობა მივიღე, ვერაფერი ახალი ვერ წამოიწყეს ჩემ წინააღმდეგ საქართველოში. ძველი ფალსიფიცირებული საქმეები და ბრალდებები საქართველოს გარდა არსად არ იყო აღიარებული.
ორი დღის შემდეგ ეს პრეზიდენტი, რომელზეც მეიდანმა იმედები დაამყარა, შეცვალა მოქალაქეობის კომიტეტის შემადგენლობა. 24 ივლისს მან ახალი ადამიანები დანიშნა კომისიაში იმისათვის, რომ ისინი მთლიანად დაემორჩილონ პრეზიდენტის ნებისმიერ კაპრიზს.
კარგი, პეტრო ალექსეის ძევ პოროშენკო, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ცუდი მრჩევლები გყავს.
ეს გადაწყვეტილება, რაც მიიღე, არის შენი და შენი ხელისუფლების გამოუსწორებელი შეცდომა. თუკი მანამდე იმაზე ფიქრობდი, რომ შემდეგ არჩევნებამდე გაგეტანა თავი, ახლა მხოლოდ ამაზე უნდა იოცნებო.
დღეს შენ, პეტრო ალექსეის ზევ პოროშენკომ, წითელი ხაზი გადაკვეთე. დღეს მთელმა ქვეყანამ გაიგო შენი „ახლებურად ცხოვრების“ დაპირებების ფასი. ახლა ეჭვგარეშეა, რომ შენი წინამორბედივით შეეცდები, ყველა ხერხით დარჩე ხელისუფლებაში. შეიძლება, სცადო, მაგრამ გახსოვდეს, რუსეთში გელოდებიან. უკრაინელებმა ორჯერ მოიშორეს ეს ჭირი და იქამდე არ გაჩერდებიან, სანამ ნაღდი პოლიტიკოსები არ მოვლენ ხელისუფლებაში.
მე ავიღე უკრაინის მოქალაქეობა, რათა ვიბრძოლო რეფომრებისთვის, რათა ვიბრძოლო უკრაინის წარმატებული მომავლისთვის, რაზეც ასევე დამოკიდებულია ჩემი მშობლიური საქართველოს ბედიც. ჩემთვის მოქალაქეობა ცარიელი დატვირთვის მატარებელი არ არის. ყოველ დღე, როცა მე უკრაინის მოქალაქის პასპორტი მეჭირა ხელში, ძალიან ბევრს ვმუშაობდი, რათა უკრაინა ქცეულიყო წარმატებულ ევროპულ სუპერ სახელმწიფოდ.
მე უფრო უკრაინელი ვარ, ვიდრე ამჟამინდელი დეპუტატები. მე მიყვარს უკრაინა მთელი გულით და მე გავაგრძელებ ბრძოლას აქ, ჩვენს უკრაინაში, ყველა წინაღობის მიუხედავად“, - განაცხადა სააკაშვილმა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


