სამართალი
მე მგონია, რომ შსს-სა და პროკურატურას აქამდე უნდა გაეთვალისწინებინა ის რეკომენდაციები - სერგი კაპანაძე
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, სერგი კაპანაძის განცხადებით, შსს-სა და პროკურატურას აქამდე უნდა გაეთვალისწინებინა კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციები.
„მე მგონია, რომ შსს-სა და პროკურატურას აქამდე უნდა გაეთვალისწინებინა ის რეკომენდაციები, რომლებიც ჩვენ გავეცით. ეს რეკომენდაციები ემყარებოდა საქმეში არსებულ ინფორმაციებსა და მასალებს. მას მერე კიდევ უფრო გაგვიმყარდა ჩვენ რწმენა ამ რეკომენდაციებთან დაკავშირებით და მე იმედი მაქვს, რომ უმოკლეს ვადაში იქნება კონკრეტული ნაბიჯები გადადგმული“, - განაცხადა კაპანაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ კომისიის საბოლოო დასკვნა გამოკითხვების დასრულებიდან უმოკლეს ვადებში დაიდება.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


