პოლიტიკა
მე ყველა ის ფორმალური საკანონმდებლო პროცედურები უნდა დავიცვა, რომლებიც მაძლევს ევროპაში ხანგრძლივი დარჩენისა და მოღვაწეობის შესაძლებლობას - რა არის აქ უჩვეულო ან გასაკვირი - გიორგი გახარია
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ადასტურებს, რომ გერმანიაში ბინადრობის უფლება მიიღო, რომელიც მოიცავს მუშაობის უფლებას. ამის შესახებ გიორგი გახარიამ „ტვ პირველის“ ეთერში პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.
გახარიას თქმით, ხანგრძლივი ვიზა, რომელიც მან მიიღო, გულისხმობს ევროპაში ხანგრძლივი მუშაობის უფლებას, თუმცა მუშაობაში იგულისხმება პარტიული და საექსპერტო საქმიანობა და არა სამსახურის ძებნა.
„ჩემი სტატუსი ბევრის საჭორაო თემა გახდა, ბევრს აღელვებს და აინტერესებს. არანაირი. მე აქ ვარ, დღეის მონაცემებით, რაც ატეხეს ერთი ამბავი ბინადრობის მოწმობასთან დაკავშირებით. ეს არის უბრალოდ ხანგრძლივი ვიზა, რაც მაძლევს შესაძლებლობას, ფორმალური პროცედურების სრული დაცვით ხანგრძლივი მოქმედების, მუშაობის ევროპაში. მუშაობაში მე არ ვგულისხმობ სამსახურის ძებნას. მუშაობის, მათ შორის, პარტიის ინტერესებში, ქვეყნის ინტერესებში, მათ შორის, ექსპერტულ ინტერესებში. ჩვენ საექსპერტო წრეებთან რამდენიმე ძალიან საინტერესო პროექტს ვამზადებთ, რომელიც სულ მალე ნათელი და ცნობილი გახდება საზოგადოებისთვის“, – განაცხადა გახარიამ.
კითხვაზე, არის თუ არა ეს თავშესაფარი, გახარიამ აღნიშნა, რომ ეს არცერთ შემთხვევაში არ არის პოლიტიკური თავშესაფარი.
„ჩვენ არ ვსაუბრობთ პოლიტიკურ თავშესაფარზე. ამისგან უნდათ რაღაც მითის შექმნა. არა, ეს არის მუშაობის უფლება, ეს მუშაობაც პირდაპირ დაკავშირებული იქნება საქართველოსთან, ქვეყნის ევროპულ მომავალთან და ეს მუშაობა იქნება დაკავშირებული ექსპერტულ საქმიანობასთან ევროინტეგრაციის და ევროკავშირის გაფართოების, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით. ყველაფერი იქნება საქართველოს ირგვლივ“, – აღნიშნა გახარიამ.
კითხვაზე, სწორია თუ არა, რომ ეს არის ბინადრობის უფლება მუშაობის უფლებით, გახარიამ დადებითად უპასუხა.
„კი, რა თქმა უნდა. აბა, ახლა მე რომ ვემსახურო ჩემს ქვეყანას აქედან, მათ შორის, რა თქმა უნდა, მე ყველა ის ფორმალური საკანონმდებლო პროცედურები უნდა დავიცვა, რომლებიც მაძლევს ევროპაში ხანგრძლივი დარჩენისა და მოღვაწეობის შესაძლებლობას. რა არის აქ უჩვეულო ან გასაკვირი? კითხვა რაშია, ვერ ვხვდები. ყოველ შემთხვევაში, დღეს ხაზგასმით ვამბობ, რომ უახლოეს მომავალში თბილისში ჩამოსვლას არ ვაპირებ და აქ არაფერი გასაკვირი არ არის“, – განაცხადა გახარიამ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


