პოლიტიკა
მე ყოველთვის ვაკეთებ იმ მწვავე საკითხებზე განცხადებას, რაც გვაწუხებს, იქნება ეს ტატუნაშვილის საქმე თუ ოთხოზორიას მკვლელობა - ზურაბ აბაშიძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, გრიგორი კარასინთან შესახვედრად პრაღაში გაემგზავრა. 24 მაისს პირველი შეხვედრა გაიმართება საოკუპაციო რეჟიმის მიერ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის შემდეგ.
პრაღის შეხვედრის კიდევ ერთი მთავარი თემა შვეიცარიული კომპანიის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ტვირთბრუნვის კონტროლსაც უკავშირდება.
აბაშიძის თქმით, ტატუნაშვილის გარდა ის გიგა ოთხოზორიას მკველობის საქმესაც დააყენებს.
„ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, რომელიც ჯერ კიდევ 2013 წლიდან გამოიკვეთა. ეს არის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები, სატრანსპორტო პრობლემატიკა და გარკვეული ჰუმანიტარული საკითხები, ამაზე ვიმსჯელებთ.
მე ჩემი მხრიდან ყოველთვის ვაკეთებ ხოლმე იმ მწვავე საკითხებზე განცხადებას, რაც ჩვენ ყველაზე უფრო გვაწუხებს და ეს არის ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული, ეს იქნება ტატუნაშვილის საქმე, ოთხოზორიას მკვლელობა. ამას ჩემი ინიციატივით ვაკეთებ, თუმცა ვიმეორებ, ამას ჩემი ინიციატივით ვაკეთებ. არ არის ეს ჩვენი მანდატი, ამაზე ჟენევის ფარგლებში საუბრობენ უფრო საგნობრივად“, - განაცხადა აბაშიძემ.
ქართულ-რუსული დიალოგის ფარგლებში პრაღის ფორმატი 2012 წლიდან არსებობს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


