უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

6 ნოემბერი, 2018 12:55
font-size

მე გპირდები, რომ ამ პროცესზე შენ იქნები ბრალდებული და მე ვიქნები ბრალმდებელი - კობა დავითაშვილი პაატა ბურჭულაძეს

კობა დავითაშვილის განცხადებით, საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე ის დაადასტურებს ფონდ „იავნანას“ დამფუძნებლის, პაატა ბურჭულაძის დანაშაულებრივ ქმედებებს.

სასამართლოში განიხილავენ ბურჭულაძის სარჩელს დავითაშვილის წინააღმდეგ. ფონდ „იავნანას“ დამფუძნებელი მას ცილისწამებაში ადანაშაულებს. საქმე ეხება განცხადებას, რომლის თანახმად, დავითაშვილი ბურჭულაძეს ფონდიდან თანხების მოპარვაში ადანაშაულებს.

„2 წლის წინ დაიწყო ფილმების სერია „პოსტ ტვ“-ში ბურჭულაძის კაი კაცობის შესახებ, თუ როგორ იყენებს ის საქველმოქმედო ფონდს იმისათვის, რომ აკეთოს ფული. სხვათა შორის, ის დღეს აგრძელებს მრავალშვილიან ოჯახებზე ფულის კეთებას და ახლა გავიგე, რომ მისთვის 25 ათასი ლარი სიმბოლური თანხა ყოფილა. ჩემს ოჯახზეც აპირებს იმავეს გაკეთებას, რაც სხვებზე გააკეთა. მე მინდა ვუპასუხო „ნაციონალების“ ბანს - პაატა ბურჭულაძე, სად იყავი 2 წლის წინ, როდესაც მამხილებელი ფილმების ეს სერია გაკეთდა შენზე. იქნებ, იმიტომ, რომ სიმართლე იყო იქ ნათქვამი ყველაფერი. მე გპირდები, რომ ამ პროცესზე შენ იქნები ბრალდებული და მე ვიქნები ბრალმდებელი. ჩვენი კოჰაბიტაციისგან „ნაცებით“ გაძეძგილ პროკურატურას თუ არ ჰყოფნის არც უნარი და არც სურვილი, ბრალდების სკამზე დასვას ბურჭულაძე , „ნაცების“ ბანს მე დავსვამ ამ საბრალდებო სკამზე და გავტკეპნი მას", - განაცხადა დავითაშვილმა.

პაატა ბურჭულაძის ადვოკატის, მარიამ ჩიქოვანის განცხადებით, ისინი ითხოვენ კობა დავითაშვილისგან, უარყოს მისი განცხადება იმის შესახებ, რომ ბურჭულაძე ფონდიდან თანხას იპარავდა, და აანაზღაუროს მორალური ზიანი 25 000 ლარის ოდენობით.

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი