უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

18 მარტი, 2025 17:58
font-size

„მე გაქცევა არ მინდოდა, არც დამალვა არ მინდოდა. ვაღიარე ყველაფერი` - 21 წლის გიორგი ახალაიას განზრახ მკვლელობაში ბრალდებული

მოსამართლე მზია გარშაულაშვილმა 21 წლის გიორგი ახალაიას განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს, ლუკა შენგელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დაცვის მხარე 18 წლის ბიჭის 10 000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

პროკურორი გრიგოლ ბიბილაშვილი ამბობს, რომ 15 მარტს, 21 წლის გიორგი ახალაიასა და ლუკა შენგელიას შორის სიტყვიერი შელაპარაკება მალევე ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ბრალდების მხარის მტკიცებით, შენგელიამ ამოიღო დანა, რომელიც მსხვერპლს მუცლის არეში ჩაარტყა.

“ბრალდებულმა გამოავლინა უკიდურესად დაუნდობელი, აგრესიული ხასიათი, როდესაც ჭრილობა მიაყენა მუცლის არეში გარდაცვლილს. ეს მიანიშნებს შემდეგს - საშიშროებაა იმისა, რომ გაგრძელდება მისი დანაშაულებრივი საქმიანობა. ამის აღსაკვეთად კი საჭიროა მისი უპირობო იზოლაცია- პატიმრობა” , - განაცხადა პროკურორმა.

რაც შეეხება ლუკა შენგელიას დაცვის მხარეს, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლო პროცესზე თქვა, რომ 18 წლის სპორტსმენი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს და ინანიებს.

ადვოკატმა პროკურორის საპასუხოდ თქვა, რომ არ არსებობს ბრალდებულის მხრიდან, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მიმალვის საფრთხე.

„თავად გამოცხადდა პოლიციაში, დაუკავშირდა ისნის პოლიციის უფროსს და თავად ჩაბარდა. აღიარებს და ინანიებს დანაშაულს. ამბობს, რომ კონფლიქტი მას არ დაუწყია“, - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

ადვოკატის თქმით, შენგელია ორ მცირეწლოვან ძმას ზრდის და მისაღები გამოცდების ჩასაბარებლად ემზადებოდა.

სასამართლო სხდომაზე სიტყვით ისარგებლა ბრალდებულმა ლუკა შენგელიამ.

„ინციდენტი რაც მოხდა, მე იქიდან არ გავქცეულვარ იმ მიზნით, რომ დავმალულიყავი. უბრალოდ შეშინებული და აფორიაქებული ვიყავი…

იმის შიშიც მქონდა, პოლიციას რამე არ დაეშავებინა, არ გაველახე, ან მსგავსი რამ არ ყოფილიყო. ამ მიზნით ჩემს ახლობელს დავუკავშირდი და ჩემს ახლობელთან ერთად ჩავბარდი.

მე გაქცევა არ მინდოდა, არც დამალვა არ მინდოდა. ვაღიარე ყველაფერი”, - განაცხადა ბრალდებულმა ლუკა შენგელიამ სხდომაზე.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა თბილისში, ერთ-ერთი ბარის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცივი იარაღით 21 წლის გიორგი ახალაია დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ლუკა შენგელიას 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

წყარო: tvpirveli

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი