უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

29 მაისი, 2025 15:15
font-size

მე გამიტაცეს საზღვარგარეთიდან, თვალები ამიხვიეს, 2 დღე თვალებახვეული მატარეს, შემდეგ პირდაპირ, მოტაცებული ჩამტენეს „აირზენას“ თვითმფრინავში - გიორგი ბაჩიაშვილი

საქართველოს წარმომადგენლებმა ბიძინა ივანიშვილის დავალებით მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში, - ამის შესახებ „თანაინვესტირების ფონდის" ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

„აბსოლუტურად უდანაშაულოდ ვთვლი თავს, ყველა სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც ჩემს წინააღმდეგ მიმდინარეობს. დღეს დამტკიცდა, რომ საქართველოში მე ვარ ივანიშვილის პირადი პატიმარი.

მე კიდევ ერთ, ძალიან დიდი საერთაშორისო დანაშაულის შესახებ მინდა გიამბოთ, საერთაშორისო დანაშაულის შესახებ, რომელიც პირდაპირ ივანიშვილის დაკვეთით მოხდა.

შაბათს, 24 მაისს, მე გამიტაცეს საზღვარგარეთიდან, თვალები ამიხვიეს, 2 დღე თვალებახვეული მატარეს, ადვოკატის, პროკურორის, მოსამართლის და ოჯახის შეტყობინების გარეშე, შემდეგ პირდაპირ, მოტაცებული ჩამტენეს „აირზენას“ თვითმფრინავში, ყველა კანონის დარღვევით ჩამომიყვანეს მოტაცებული საქართველოში.

საქართველს ისტორიას ძალიან ბევრი საქმე ახსოვს, სხვადასხვანაირი გართულებებით, თუმცა ამ შემთხვევაში, დანაშაულებრივმა ჯგუფმა, რომელიც საქართველოს მთავრობას უწოდებს თავს, ნამდვილად აჯობა თავის თავს.

მე წარმოდგენა არ მაქვს, რა ტყუილები უთხრეს სხვა სახელმწიფოს, რასაც მოჰყვა ჩემს მიმართ ასეთი მოქმედება, თუმცა მინდა გითხრათ, რომ დიდ შეცდომაში შეიყვანეს და გამოძალვის სპეცოპერაციამ შეიძინა საერთაშორისო მასშტაბები.

საქართველოს ხელისუფლებას არ ჰქონდა კანონიერი გზა ჩემი ექსტრადირებისთვის, იმიტომ რომ ინტერპოლით ძებნა იყო შეჩერებული ჩემი ადვოკატების მიმართვის საფუძველზე. ინტერპოლს არ გაუჭირდა რამდენიმე დღეში დაედგინა, რომ ჩემს მიამრთ სისხლის სამართლებრივი დევნა არის სრულიად პოლიტიკური. შესაბამისად, საქართველოს წარმომადგენლებმა ივანიშვილის დავალებით მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში, რითაც დაარღვიეს არა მარტო ევროპის ადამიანთა უფლების კონვენცია, არამედ საერთაშორისო სამართლის უამრავი ნორმა.

მე თქვენ გთხოვთ, ჩემი განცხადება მიიღოთ ახალი გამოძიების დაწყებად. მე ზუსტად ყველა დეტალს შევატყობინებ გამოძიებას, არა იმიტომ რომ მე ამ გამოძების იმედი მაქვს, არამედ იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ დავანახო საზოგადოებას, რა ქვეყანაში ვცხოვრობთ და ვის კრიმინალურ დაკვეთებს ასრულებს მთელი სახელმწიფო.

ეს არის ჩვენი უფლების დარღვევა. დღეს თქვენ ასამართლებთ პირადად ბიძინა ივანიშვილის პატიმარს. ყველას მოეთხოვება ადრე თუ გვიან. თეა წულუკიანის შოუები მონაგონი იქნება დამიჯერეთ!", - განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.

საკვანძო სიტყვები:

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი