პოლიტიკა
მე ერთი შილაფლავი მახსოვს პირველ ოქტომბერს 2012 წლის და ფლავი, არ ვიცი, საიდან მოვიდა -თეა წულუკიანი ირმა ნადირაშვილს
იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა პარლამენტის გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატების წინაშე გამოსვლისას „ევროპული საქართველოს“ წევრს, ირმა ნადირაშვილს გამოეხმაურა. ოპოზიციონერმა დეპუტატმა წულუკიანს ჩატაევის ციხიდან გათავისუფლება შეახსენა და განაცხადა, რომ მინისტრმა სასამართლო რეფორმა ჩააფლავა.
საპასუხოდ წულუკიანმა 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაიხსენა და აღნიშნა, რომ მსგავსი კრიტიკის უფლებას არავის არ მისცემს.
„ ქალბატონ ირმას რაც შეეხება, ჩააფლავე რეფორმაო. მე ერთი შილაფლავი მახსოვს პირველ ოქტომბერს 2012 წლის და ფლავი, არ ვიცი, საიდან მოვიდა. რეფორმები, რაც ჩვენ გავატარეთ, ჩაფლავებული არაა, ამიტომ როცა მე ვარ პოლიტიკურ ასპარეზზე, შიგნით ვიქნები თუ გარეთ ვიქნები, ამის საშუალებას ნამდვილად ვერ მოგცემთ,“- განაცხადა წულუკიანმა.
რაც შეეხება დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან გათავისუფლებულ თამაზ ახობაძესა და ანა სუბელიანს, რომლებსაც იუსტიციის სამინისტროს სასამართლო დავა მოუგეს, წულუკიანმა განაცხადა, რომ მათზე აქამდეც ბევრი ისაუბრა.
„ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს, მაგრამ ამ კითხვას პასუხი უნდა გავცე. ბევრჯერ გავეცი პასუხი, მაგრამ, როგორც ჩანს, ერთ-ერთი კითხვის ავტორი [ანა სუბელიანი] მემორიალზე ცეკვავდა და არ ეცალა“, - დასძინა წულუკიანმა.
მისი მტკიცებით, ახობაძემ და სუბელიანმა სააღსრულებლო კომისიასთან თანხაზე დაიწყეს ვაჭრობა.
ამაზე თამაზ ახობაძემ სხდომის პროტესტის ნიშნად დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრმა აქეთ შესთავაზა 65 ათასი ლარი იმისთვის, რომ უარი ეთქვა თანამდებობაზე აღდგენაზე. ახობაძის თქმით, ის და სუბელიანი ამაზე არ დათანხმდნენ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


