პოლიტიკა
მე ძალების გაერთიანების ნებისმიერი მცდელობის მომხრე ვარ - ზურაბ ჯაფარიძე
მთავარი და სასწრაფო მგონია 1. პრინციპულ საკითხებზე შეთანხმება (მაგ. რეჟიმისთვის ლეგიტიმაციის არ მიცემა რაიმე ნაბიჯით) 2. რეჟიმის დამარცხების გზაზე/სტრატეგიაზე ერთიანი, გასაგები პოზიციის ჩამოყალიბება, რომელსაც მოქალაქეებს ავუხსნით და მერე მათთან ერთად შევასრულებთ,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე წერს.
„მე ძალების გაერთიანების ნებისმიერი მცდელობის მომხრე ვარ. გუშინ რაც ისაუბრა სალომე ზურაბიშვილმა, რომ ორი მოთხოვნაა რაზეც შეჯერებული ვართ: ა) ახალი საპარლამენტო არჩევნები და ბ) პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ორივე მოთხოვნას ვიზიარებ.
ასევე, სადაც უკვე არსებობს კოორდინაციის პრაქტიკა, რომელიც მუშაობს, მაგალითად საგარეო ფრონტზე, მანდაც ჩართული ვარ. თუ რამე ახალი მიმართულება გაჩნდება, სადაც შესაძლებელი იქნება კოორდინაცია (ნეტავ), არც იქ ჩართვის პრობლემა მაქვს.
თუმცა, მთავარი და სასწრაფო მგონია 1. პრინციპულ საკითხებზე შეთანხმება (მაგ. რეჟიმისთვის ლეგიტიმაციის არ მიცემა რაიმე ნაბიჯით) 2. რეჟიმის დამარცხების გზაზე/სტრატეგიაზე ერთიანი, გასაგები პოზიციის ჩამოყალიბება, რომელსაც მოქალაქეებს ავუხსნით და მერე მათთან ერთად შევასრულებთ“,- წერს ზურაბ ჯაფარიძე.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


