პოლიტიკა
მე დღეიდან პოლიტიკაში ვბრუნდები - დავით უსუფაშვილი
საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე პოლიტიკაში დაბრუნდა.
როგორც უსუფაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, პოლიტიკაში თანამოაზრეებთან ერთად საქმის უკეთ კეთებისთვის ბრუნდება.
„მე დღეიდან პოლიტიკაში ვბრუნდები. ვბრუნდები იმისთვის, რომ ვაკეთო საქმე უკეთ იმ თანამოაზრეებთან ერთად, ვინც მზად არის ქვეყნის სამსახურისთვის.
მე ვბრუდნები პოლიტიკაში გამოცდილებით, რომელიც არ ყოფილა ერთნაირად წარმატებული; მე ვბრუნდები პოლიტიკაში პასუხისმგებლობით იმ შეცდომებზე, რომელიც ჩემი თანამონაწილეობითაც ხდებოდა, როგორც ოპოზიციაში ყოფნის დროს ისე ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში; ვბრუნდები პოლიტიკაში სწორედ იმ ვალდებულებით, რომ მე გამოცდილება, ცოდნა, ენერგია უნდა მოვახმარო საქმის უკეთ კეთებას.
სწორედ საქმის უკეთ კეთების გზებზე და საშუალებების მოძებნის დრო მქონდა. მქონდა მსჯელობა სხვადასხვა წრის, სხვადასხვა პროფესიების, პოლტიკური შეხედულებების წარმომადგენლებთან, რათა გაგვერკვია რაშია საქმე. რატომ ვერ მიდის ჩვენი ქვეყანა იმ ტემპით და ისე, როგორც ყველა ჩვენგანს უნდა“,-განაცხადა უსუფაშვილმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


