პოლიტიკა
მე და ბიძინა ივანიშვილს არ გვქონია ურთიერთობა უკვე სამი წელია - გიორგი მარგველაშვილი
საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობა უკვე სამი წელია, არ ჰქონია.
,,მე და ბიძინა ივანიშვილს არ გვქონია ურთიერთობა უკვე სამი წელია. ასე, რომ ბიძინას თაობაზე ნაკლებად შევძლებ კომენტარის გაკეთებას, თუ რა გეგმა აქვს ბიძინას და რა პოლიტიკურ პროცესს გეგმავს. ივანიშვილი საუბრობს ჩემზე, თუმცა ურთიერთობა გულისხმობს ორმხრივ პროცესს, როდესაც ისიც საუბრობს და მეც ვპასუხობ. შესაბამისად, ასეთი შემთხვევა ჯერ არ ყოფილა.
რეალურად, ის პოლიტიკური ველი, რომელიც ჩამოყალიბდა საქართველოში და ის ურთიერთობა, რომელიც ”ქართულ ოცნებასთან”, მთავრობასთან, პარლამენტთან მაქვს, ვფიქრობ, ივანიშვილისთვის პრობლემური არ უნდა იყოს, როგორც ”ქართული ოცნების” ლიდერისთვის და თვითონ მმართველი გუნდისთვის.
თუ დემოკრატიულობაზე და იმის ჩვენებაზეა საუბარი, რომ ყველაფერი არ იმართება ერთი ცენტრიდან, ქვეყანაში გაწონასწორებისა და ბალანსის მექანიზმები მოქმედებს, მე ვფიქრობ, ეს კარგი ილუსტრაციაა ქართული დემოკრატიული პროცესის.
ნამდვილად, მე ივანიშვილის მიერ ვიყავი დასახელებული საპრეზიდენტო კანდიდატად, აქტიურად იყო ჩართული საარჩევნო კამპანიაში და მაინც ჩვენ მივიღეთ რეალობა, როდესაც პრეზიდენტი გარკვეულ საკითხებში ეკამათება ხელისუფლებას, გარკვეულ საკითხებს ადებს ვეტოს, რაც თავისთავად გაწონასწორების და ბალანსის უზრუნველმყოფელია ქვეყანაში”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


