კომენტარი
მე არავინ დამკავშირებია - არჩილ თალაკვაძე
მე არავინ დამკავშირებია, პრეზიდენტს ჩემთან შეხვედრის თხოვნა არ ჰქონია, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რა მიზეზით თქვა უარი მმართველმა გუნდმა ე.წ. ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან კონსულტაციების გამართვაზე.
როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, არ ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ვინ უთხრა პრეზიდენტის ადმინისტრაციას ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით კონსულტაციებზე უარი.
„არ ვიცი. დღეს იქნება დებატები ამის შესახებ. მე არავინ დამკავშირებია. პრეზიდენტს ჩემთან თხოვნა არ ჰქონია შეხვედრის. ბუნებრივია, არ არსებობს ასეთი ფორმატიც, უმრავლესობის წევრი შეხვდეს პრეზიდენტს. პრეზიდენტის ინსტიტუტი არის მაღალი ლეგიტიმაციის მქონე, პრეზიდენტი არის ბევრად უფრო მაღალი, ვიდრე უმრავლესობის ლიდერი. მე არ ვფიქრობ, რომ პრეზიდენტს უნდა შევხვდე და ვესაუბრო ამაზე. დღეს თქვენგან მოვისმინე, რომ ღამით დაურეკეს ფრაქციებს და ფრაქციებმა უარი უთხრეს პრეზიდენტს. ასეთი კომუნიკაციის ფორმა გაუგებარია ჩემთვის. თუ ამაზე იქნება მეტი კომენტარი გასაკეთებელი, გააკეთებენ ფრაქციების წარმომადგენლები,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


