პოლიტიკა
ე.წ. მოსმების კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან კონსულტაციებზე უმრავლესობამ უარი თქვა - ფიქრია ჩიხრაძე
ე.წ. მოსმების კანონთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, გუშინ გვიან ღამით უმრავლესობამ უარი თქვა კონსულტაციებზე, - განუცხადა ჟურნალისტებს პოლიტიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ.
მისი თქმით, პროექტში ბევრი პრობლემაა, ამიტომ კონსულტაციების გამართვა მნიშვნელოვანი იყო.
„ამ პროექტში ბევრი პრობლემა კიდევ არის ჩარჩენილი. ჩვენ გვქონდა სხადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან კონსულტაციები ამ საკითხზე და გადავწყვიტეთ, რომ პირველ მოსმენამდე, ვიდრე პლენარულ სხდომაზე დაიწყება საკითხის განხილვა, გაგვემართა კონსულტაციები ფრაქციებთან და მიგვეწოდებინა მათთვის შესაბამისი მოსაზრებები. ოპოზიციურ ფრაქციებთან შეთანხმება მიღწეულია და დანიშნულია ეს შეხვედრები. რაც შეეხება უმრავლესობის ფრაქციებს, სამწუხაროდ, გუშინ გვინ ღამით უარი თქვეს კონსულტაციებზე. მიზეზი არ ვიცი. არის ხოლმე პრეტენზია, თითქოს წინასწარ არ ვეუბნებით, რომ შენიშვნები გვაქვს. როდესაც ვიწყებთ წინასწარ ამ საუბარს, გვეუბნებიან, რომ თურმე არ არის საჭირო ეს კონსულტაციები და ინფორმაციის გაცვლა,“ - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


