უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

4 დეკემბერი, 2025 13:20
font-size

მე არაფერი გამირევია, მაგრამ ვინც გაურია, ის ამტკიცებს, რომ კანონის სრული დაცვით გააკეთა ეს - თენგიზ შარმანაშვილი

„ბიბისი“ ვისაც დაეყრდნო, ის ადამიანები ხელებს ასავსავებენ და ამბობენ, ეს არ მითქვამს, საკითხი საერთოდ არ გამომიკვლევიაო. შეიძლება, ასეთი ხალხის ჩვენების საფუძველზე დასანქცირების რაიმე სამართლებრივი საფუძველი შეიქმნას? - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან BBC-ის მიერ გამოქვეყნებული მასალაზე დაწყებულ გამოძიებაზე საუბრისას განაცხადა.

„არცერთი აკრძალული ნივთიერება არ გამოყენებულა. მე არაფერი გამირევია, მაგრამ ვინც გაურია, ის ამტკიცებს, რომ კანონის სრული დაცვით გააკეთა ეს. ახლა გამოძიება მიმდინარეობს, ეს გითხრათ პრემიერმაც. რატომ გაურიეს და ეს გარევა იყო თუ არა კანონიერი, ამას გამოძიება დაადგენს. არცერთი ნივთიერება, რომელიც გაურიეს, არცერთი საკითხი გამოძიების მიღმა არ დარჩება. რაც მთავარია, ასეთი დარწმუნებული რომ არ ვიყოთ, საერთაშორისო სასამართლოში კი არ წავიდოდით. ჯერ BBC-თან გავარკვევთ იმ საკითხს, რაც ბრიტანეთის კანონმდებლობით არის მიღებული და რომელსაც პირველი ნაბიჯი აქვს გადასადგმელი ამის გასაკეთებლად. თუ ისინი სამართლიანად არ მოიქცევიან, რა თქმა უნდა, სასამართლოსაც მივმართავთ“,- განაცხადა შარმანაშვილმა.

შარმანაშვილს კითხვა დაუსვეს ჰელსინკის კომისიის წარმომადგენლების განცხადებაზე, სადაც ნათქვამია: „ცნობები, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მომიტინგეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა, შემაშფოთებელია, მოვუწოდებთ აშშ-ის მთავრობას, მოკავშირეებს, გადაამოწმონ ეს ცნობები და სანქციები დააწესონ“.

„ჩვენ მიმართ მორიგი არასამართლიანი დამოკიდებულებაა. ეს ყველაფერი უკვე დამტკიცებულად ითვლება? სანქციები ეკისრება ხალხს, თუ მათ მიერ დამტკიცებულად ითვლება რაიმე ტიპის გადაცდომა, მათ შორის რაიმე საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტების, ურთიერთობების დარღვევა ან რაღაც კრიმინალური ნაბიჯის გადადგმა. „ბიბისი“ ვისაც დაეყრდნო, ისინი საქართველოში რას აცხადებენ, უკვე ხომ ხედავთ? როგორც კი სასამართლოს წინაშე გამოკითხვაზე მივიდნენ, ყველა ხელებს ასავსავებს და ამბობს, რომ არა, მე ეს არ მითქვამს, ეს საკითხი საერთოდ არ გამომიკვლევიაო. მთავარმა მოწმემ ისიც კი თქვა, ლიტერატურის გაცნობაც ვერ მოვასწარიო. შეიძლება, ასეთი ხალხის ჩვენების საფუძველზე რაიმე სამართლებრივი საფუძველი შეიქმნას? ესენი არიან ადამიანები, რომლებიც სამართლიანობას, სამართალს არაფრად დაგიდევენ. ამას პირველად არ აკეთებენ. გადაამოწმონ და თუ დადასტურდება, რაც უნდათ, ის უქნიათ. თავადაც დავაძალებ მთავრობას, ვინც ამაშია გარეული, დაასანქციროს კი არა, დაუყოვნებლივ დააპატიმროს, მაგრამ დარწმუმებული ვარ, დიდი ტყუილი, რომელიც თავის ჭკუაში გამოაცხვეს, მათთვის ძალიან ცუდად დამთავრდება. როგორც დამთავრდა ყველა მიმართვა სტრასბურგისა და სხვა საერთაშორისო სასამართლოებში, სადაც ყალბი ნარატივებით მივიდნენ, ესეც ასე დაუმთავრდებათ“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

საკვანძო სიტყვები:

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი

17 მარტი, 2026 , 17:31

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. „არ ვიცი, რა

მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 15:27

სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.   პრემიერ-მინისტრი კავ

უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი

17 მარტი, 2026 , 12:56

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც პატრიარქის ჯანმრ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი

17 მარტი, 2026 , 11:24

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - ამის შესახებ მედიას კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო ასპანიძემ განუცხადა.  „პაციენტი გადმოყვანილი იქნა მასიური სისხლ

ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე

17 მარტი, 2026 , 10:50

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პატრიარქი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, ვითარება კვლავ ძალიან რთული და საყურადღებოა. მინისტრის თქმით, ამ მომენტში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ სასიცოცხლოდ მნ

თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე

9 მარტი, 2026 , 15:42

ჩვენი ექსპორტი ირანში არის ნახევარ პროცენტზე ნაკლები საერთო ვაჭრობაში და იმპორტი ირანიდან არის 1.4%. ასეთ დროს, როცა საუბრობენ, რომ საქართველო გამოიყენება ირანული სანქციების გვერდის ავლისთვის, ეს არის, ერთი, რომ ტყუილი დ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი