უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

14 იანვარი, 2019 14:50
font-size

მე არა მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩემი მოწინააღმდეგეა - ეკა ბესელია

„მე შემიძლია, საკუთარ თავს ვუჩვენო ყვითელიც და წითელი ბარათიც და ვეცდები, ეს არ გავაკეთო“, - ასე უპასუხა პარლამენტის უმრავლესობის წევრმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ შეკითხვას, მიაჩნია თუ არა მას, რომ პარტია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მას „ყვითელი ბარათი“ უჩვენა.

დეპუტატის თქმით, ის ივანიშვილს ძალიან დიდ პატივს სცემს, თუმცა, თავის ფუნდამენტურ, მორალურ, ფასეულობებთან შეხებისას არავის წყენას არ მოერიდება.

„ჩემს პირად ემოციებზე მაღლა ყოველთვის იდგა და დგას სახელმწიფოებრივი ინტერესი. ბიძინა ივანიშვილი არ არის ჩემთვის უცხო ადამიანი და ვერ იქნება ვერასოდეს უცხო. მასთან ერთად 7 წელია ფეხდაფეხ მოვდივარ და მოვდივარ 10 ოქტომბრიდან. ყველაფერი გამოვიარეთ ერთად და, რა თქმა უნდა, მას ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ის საკითხები, რომელიც ჩემთვის ფუნდამენტურია, პრინციპულია, ჩემს მორალურ ფასეულობებს ეხება, აქ ვერავის წყენას ვერ მოვერიდები. მიმაჩნია, რომ ჩემი მოვალეობა არის, ვემსახურო ამ ქვეყანას. მე არა მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩემი მოწინააღმდეგეა. მგონია, რომ ეს არის დროებითი მოცემულობა და ამ ერთი განცხადებით პროცესს ნუ შევაფასებთ.

მხოლოდ მე შემიძლია, საკუთარ თავს ვუჩვენო ყვითელიც და წითელი ბარათიც და ვეცდები, ეს არ გავაკეთო. უმრავლესობიდან წასვლა-არწასვლას მე გადავწყვეტ. მე ვთქვი, რომ დავრჩები უმრავლესობაში და გავაგრძელებ საქმიანობას, მაგრამ თუ ეს უმრავლესობა ამ სიას სახეშეცვლილს, მაგრამ იმავე ვერსიით განიხილავს, მხარს დაუჭერს იგივე მოსამართლეებს, რომლებიც ემსახურებოდნენ სააკაშვილის ძალადობრივ რეჟიმს, ჩემს ადგილს უმრავლესობაში ვერ დავინახავ“, - განაცხადა ბესელიამ.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი