პოლიტიკა
მე არ ვიცი, რას გულისხმობენ „ამბოხებულ დეპუტატებში“, თუ არ აინტერესებთ ჩვენი აზრი, მათ შეუძლიათ, მოისმინონ ჩინჩალაძისა და მიქაუტაძის აზრები - ლევან გოგიჩაიშვილი
„მე არ ვიცი, რას გულისხმობენ ამბოხებულ დეპუტატებში, თუ არ აინტერესებთ ჩვენი აზრი, შეუძლიათ ჩინჩალაძეს, მიქაუტაძეს, გვრიტიშვილსა და მეთოფიშვილს მოუსმინონ“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი მისი თანაგუნდელის დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებას „ამბოხებული დეპუტატების“ შესახებ.
„მე არ ვიცი, რას გულისხმობენ „ამბოხებულ დეპუტატებში“ და უმჯობესი იქნება, განმარტონ. თუ ამაში იმ ადამიანებს გულისხმობენ, ვინც ვერ ხედავს სასამართლოს მომავალს ჩინჩალაძესთან, გვრიტიშვილთან და სხვებთან ერთად, მათ შეუძლიათ, მოისმინონ მეთოფიშვილისა და გვრიტიშვილის აზრები და დაეთანხმნონ. ზრდასრული ხალხია, ბევრი მათგანი დიდი ხანია პოლიტიკაშია და თუ არ აინტერესებთ ჩვენი აზრი, მათ შეუძლიათ, მოისმინონ ჩინჩალაძისა და მიქაუტაძის აზრები",- განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
ის ასევე გამოეხმაურა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის სერგო მეთოფიშვილის განცხადებებსაც და აღნიშნა, რომ ის სწორედ მეთოფიშვილისა და მისი გუნდის წევრების გარეშე ხედავს სასამართლოს.
„ჩვენი ინტერესი არის სასამართლოს მომავალი წარმოვიდგინოთ ამ ადამიანების გარეშე. ჩვენ სასამართლოს მომავალს ვხედავთ თავისუფალი ადამიანებით დაკომპლექტებულ სასამართლოში. ჩვენ ვხედავთ ჩვენი სასამართლოს მომავალს იმ ადამიანებით დაკომპლექტებულ სასამართლოში, რომლებიც დაცლილი არიან ყველანაირი გავლენებისგან, არ არიან დისკრედიტებულები, აქვთ თავისუფალი აზროვნება, არ ყოფილან სხვების სამსახურში, არასდროს არ გაუუბედურებიათ ადამიანები და არ ყოფილან დაკვეთის ქვეშ. ჩვენ სასამართლოს მეთოფიშვილის, ჩინჩალაძისა და კონკრეტული გვარების გარეშე ვხედავთ", - აღნიშნა დეპუტატმა.
ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტი სასამართლოსთან დაკავშირებით თავისი კომპეტენციის ფარგლებში აუცილებლად მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, ხოლო „ამბოხებული დეპუტატები“ რას იტყვიან, ნაკლებად მნიშვნელოვანია.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


