უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

31 ოქტომბერი, 2018 14:55
font-size

მე არ ვაპირებ, მივმართო ბატონ გრიგოლ ვაშაძეს შეწყალების თხოვნით - ბაჩო ახალაია

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, მსჯავრდებულ ბაჩო ახალაიას განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის გაპრეზიდენტების შემთხვევაში, ახალაია მას შეწყალების თხოვნით არ მიმართავს.

ახალაიას განმარტებით, მას არანაირი შეწყალება არ სჭირდება სასჯელის მოხდის მიწურულს.

„მინდა, ორიოდე სიტყვით მივმართო როგორც გაერთიანებული ოპოზიციის, ასევე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს. მიუხედავად იმისა, რომ სრულებითაც არ ვთვლი თავს ისეთ მნიშვნელოვან პერსონად, რომელზეც შეიძლება რამე იყოს დამოკიდებული დღევანდელ პოლიტიკურ ცხოვრებაში, ჩემი სახელის გამოყენება მაინც ხდება ხელისუფლების ზოგიერთი უსინდისო წარმომადგენლის მხრიდან ჩემთვის სრულიად გაუგებარი ბინძური მიზნებით, ამიტომაც თავს ვალდებულად ვთვლი, რამდენიმე ჩემთვის სრულიად ბუნებრივ საკითხს საჯაროდ გავუსვა ხაზი და გამოვეხმაურო მედიაში გაჟღერებულ რამდენიმე მოსაზრებას.

უპირველეს ყოვლისა, ჩემთვის ჩემი პირადი თავისუფლება ნამდვილად არ არის იმ მნიშვნელობის, რომ ეპოქალურ პოლიტიკურ ბრძოლას ან დღეს, ან ხვალ რამეში უშლიდეს ხელს. სიმართლის თქმას არაფერი არ უდგას წინ, 2012 წელს მე თვითონ წავედი ციხეში, „ქართულმა ოცნებამ“ 9 წელი მომისაჯა, მე-7 წელია ვიხდი სრულიად უსამართლო სასჯელს, მაგრამ დღესაც, ისევე როგორც 2012 წელს, იმისათვის, რომ ჩემი არსებობა არ გახდეს საერთო ეროვნული მიზნების მიღწევაში რამე დაბრკოლება, მინდა საჯაროდ ვთქვა, მე არ ვაპირებ, მივმართო ბატონ გრიგოლ ვაშაძეს შეწყალების თხოვნით, ჩემი მისდამი უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, არ ვთვლი, რომ ამხელა უსამართლო სასჯელის მოხდის მიწურულს რამე შეწყალება მჭირდებოდეს.

საქართველოში დღეს მიმდინარე და ხვალ გასამართი პოლიტიკური ბრძოლები იმდენად დიდი ეპოქალური მნიშვნელობისაა, რომ ჩემი პირადი თავისუფლებაც არ მიღირს მისთვის რამე, თუნდაც მცირედი ხელშეშლის ან ხელშეშლის იმიტირებისთვის იქნას გამოყენებული. უსამართლო 9-წლიანი სასჯელიდან მე-7 წელიწადს რამენაირად შევძლებ კიდევ 2-3 წელსაც გავუძლო.

გარდა ამისა, მინდა, გასაგებად ავუხსნა, როგორც „ქართული ოცნების“, ისე გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერებს, საქართველოში ხელისუფლების შეცვლა გარდაუვალი რეალობაა. ახალი ხელისუფლება არც დააპირებს რამე სახელმწიფო სამსახური შემომთავაზოს, მაგრამ ასეთი საოცრება რომც მოხდეს, მე ჩემი მხრიდან არც არანაირი სურვილი არ მაქვს რამე სახელმწიფო სამსახურში მუშაობის.

ვითარება ძალიან მარტივია, ივანიშვილის რუსული რეჟიმის დასასრული იწყება. ერთადერთი რაც არის ხელშესაწყობად შესაძლებელი გავაკეთო, სამწუხაროდ, ეს კვლავ ციხეში ჯდომაა. სამწუხაროდ, ჩემი როლი ასეთი აღმოჩნდა. იმედი მაქვს, ჩემსავით ფიქრობს ყველა ის ადამიანი, ვისთვისაც მთავარი საქართველოს ეროვნული ინტერესებია, ამიტომაც არის ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური მარცხი გარდაუვალი. დღეს საქართველოსთვის გასაწევი სამსახური როგორც ჩანს, ჩემთვის ასეთია“, - დაწერა ბაჩო ახალაიამ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი