პოლიტიკა
მე არ შემიძლია ბევრ რაღაცაზე ღიად საუბარი, თუმცა ძალიან მინდა, ბევრი დეტალი მოვყვე - ვახტანგ გომელაური პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე
„როგორც ჩემთვის ცნობილია, ხელყუმბარიდან აღებული ანაბეჭდები არ აღმოჩნდა ვარგისიანი დასადარებლად“, - ასე უპასუხა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტების შეკითხვას, თუ რატომ ვერ აღმოაჩინეს ხელყუმბარაზე თემირლან მაჩალიკაშვილის თითის ანაბეჭდები.
რაც შეეხება ბრალდებებს, რომ ოთახში ხელყუმბარა სამართალდამცველებმა შეიტანეს, გომელაურმა უპასუხა, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება.
სუს-ის უფროსის განცხადებით, ბევრ რამეს აეხდება ფარდა, რაც გასულ წელს ანტიტერორისტული სპეცოპერაციის ჩატარებასა და მასთან დაკავშირებულ საქმეებს ეხება. როგორც გომელაურმა აღნიშნა, ბევრი დეტალია, რაზეც მას ახლა საუბრის უფლება არ აქვს.
„ამაზე ექსპერტიზა გაგცემთ უფრო დეტალურ პასუხს, თუმცა არის შემთხვევები, როცა ხდება ისეთი თითის ანაბეჭდის აღება, რომელიც არ არის ვარგისიანი, რომ დადარება მოხდეს. როგორც ჩემთვის ცნობილია, ხელყუმბარიდან აღებული ანაბეჭდები არ აღმოჩნდა ვარგისიანი დასადარებლად.
როგორ ფიქრობთ თქვენ, ვიტყვით ჩვენ, რომ ხელყუმბარა ჩვენ შევიტანეთ? რა თქმა უნდა, ჰქონდათ ყუმბარა, თუმცა იძიებს პროკურატურა და მე არ შემიძლია ბევრ რაღაცაზე ღიად საუბარი, თუმცა ძალიან მინდა, ბევრი დეტალი მოვყვე. დრო მოვა ალბათ, ყველაფერს ფარდა აეხდება, როცა გამოძიებაც დამთავრდება. არ ვგულისხმობ ყუმბარის შეტანა-გამოტანის თემას. ამას პროკურატურა დადებს, იყო თუ არ იყო დნმ და თითის ანაბეჭდი, თუმცა უშუალოდ რაც შეეხება დაკავებასა და ბრალდებული იყო თუ არა ესა თუ ის ადამიანი, ამაზე ბევრ რამეს აეხდება ფარდა. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, დღესვე გამეხსნა ეს თემა და ხალხისთვის მეჩვენებინა, რა მოხდა. ამ სპეცოპერაციით ძალიან დიდი საქმე გაკეთდა ჩვენი ქვეყნისთვის და ერთ-ერთი ის თემაა, რომელზეც ახლა ვერ ვისაუბრებ. შემდეგ აეხდება ფარდა, თუ რას გეგმავდნენ თბილისში, ახლა ვერ ვისაუბრებ, უფლება არ მაქვს“,- განაცხადა გომელაურმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


