პოლიტიკა
მე, არ მჭირდება, პლაკატებზე ავიტანო ჩემი ხედვა „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ - სალომე ზურაბიშვილი ბანერებზე
„მე არ მჭირდება, პლაკატებზე ავიტანო ჩემი ხედვა „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ. ჩემი ხედვა მე გამოვთქვი იპოდრომზე 2005 წელს და ეს არ შეცვლილა“, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი თბილისში გამოკრულ აგრესიული შინაარსის მქონე ბანერებს წარწერით „არა ნაცებს! არა ბოროტებას!“ .
„ორ რამეს ვიტყვი. ჯერ ერთი, ამ დღეებში არ არის დაწყებული აგრესიული კამპანია, ეს დაიწყო ორ თვე-ნახევრის წინ ჩემ წინააღმდეგ, რასაც, არ ვიცი, თქვენ როგორ აფასებთ. მეორე, მე არაფერს არ ვაფასებ. ჩემი წილი კამპანიის პირველი დღიდან არის ევროპული კამპანია და ეს გრძელდება. მე არ მჭირდება, პლაკატებზე ავიტანო ჩემი ხედვა „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ. მე, ჩემი ხედვა გამოვთქვი იპოდრომზე 2005 წელს და ეს არ შეცვლილა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
გუშინ თბილისში ახალი ბანერები გაჩნდა წარწერით „ არა ნაცებს! არა ბოროტებას!“ , რომლებზეც წითელ ფონზე არიან გამოსახული მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, გრიგოლ ვაშაძე, ბაჩო ახალაია, ნიკა გვარამია, ზურაბ ადეიშვილი და სხვები.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


