უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

21 დეკემბერი, 2025 11:21
font-size

მე არ გავტყდები, არ შევეგუები და ვიბრძოლებ თქვენს და ჩემს გამარჯვებამდე - მიხეილ სააკაშვილი

2021 წელს ამ ციხეში შემოსვლისას 53 წლის ვიყავი, დღეს უკვე 58 წლის გავხდი. ვისაც უნდა ჩემთვის რამის ჩუქება, დაუკავშირდით ნანუკა ჟორჟოლიანს და მისი მეშვეობით სხვა პოლიტპატიმრების ანგარიშზე ჩარიცხეთ თუნდაც მცირე თანხა, მე ამ ეტაპზე დახმარება არ მჭირდება, - წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

„მე 1995 წელს მივატოვე იურისტის წარმატებული კარიერა ნიუ-იორკის წამყვან იურიდიულ ფირმაში. წამოვედი ჩემი ბინიდან ცენტრალურ პარკთან და დავბრუნდი საშიშ, ცივ საქართველოში, რომლიდანაც ყველა გაქცევაზე იყო.

იქ შევქმენი საფუძველი და 2003 წლიდან ჩემს თანამებრძოლებთან ერთად, ქვეყანა გამოვიყვანეთ სრულიად უიმედო და უპერსპექტივო მდგომარეობიდან, ვაქციეთ მთელი მსოფლიოსთვის სამაგალითოდ.

2008 წელს, რუსეთი, რომელიც ვერაფრით გვპატიობდა, რომ დავამტკიცეთ მის გარეშე წარმატებული არსებობის შესაძლებლობა, დაგვესხა თავს. ისევე როგორც ზელენსკის 2022-ში, ასევე მეც 2008 წელს, მიუხედავად პირადად პუტინის მხრიდან მოკვლის მუქარისა, უარი ვთქვი საქართველოს დატოვებაზე და ჩვენ გადავარჩინეთ ის.

2012 წელს უყოყმანოდ ვეცი პატივი ქართველი ხალხის უმეტესობის (ჩემი აზრით მცდარ) გადაწყვეტილებას და სრულიად მშვიდობიანად გადავაბარე ძალაუფლება.

2021-ში მივატოვე უკიდურესად კომფორტული ცხოვრება, ახალგაზრდობიდან მოყოლებული ჩემს მეორე სამშობლოდ ქცეულ უკრაინაში და სიცოცხლისთვის დიდი რისკის ფასად ჩამოვედი აქ, რათა მინდოდა ქართველების გამოღვიძება მოახლოებული დიდი კატასტროფის წინ.

2021 წელს ამ ციხეში შემოსვლისას 53 წლის ვიყავი, დღეს უკვე 58 წლის გავხდი. ვისაც უნდა ჩემთვის რამის ჩუქება, დაუკავშირდით ნანუკა ჟორჟოლიანს და მისი მეშვეობით სხვა პოლიტპატიმრების ანგარიშზე ჩარიცხეთ თუნდაც მცირე თანხა, მე ამ ეტაპზე დახმარება არ მჭირდება.

არ შემიძლია არ ვთქვა, რომ ქართველების კონფორმისტულმა ნაწილმა (და ეს პროცენტულად სერიოზულ ციფრს შეადგენს) დააიგნორა ჩემდამი წაყენებული უსამართლო ბრალდებები, გაატარა ჩემი პატიმრობა, მოწამვლა, წამება და ახლაც სრულიად ეგუება ამ ყველაფერს.

როგორც უკვე ვთქვი - ჩვენ მოვახერხეთ შეუძლებელი და პირველებმა ყოფილი იმპერიის სივრცეში დავამტკიცეთ, რომ რუსეთის გარეშე ცხოვრება ბევრად უკეთესია, ამიტომ ჩვენ დაგვატყდა მათი პროპაგანდისტული მანქანის მთელი სიმძლავრე და ქართველების დიდ ნაწილს ჩააგონეს, რომ 9 წელი წარმატების და სწრაფი წინსვლის თურმე ძალადობრივი რეჟიმი იყო, რომელიც საკუთარ ხალხის წამებით იყო დაკავებული.

ამავე დროს ძალიან ბევრი ქართველი არ დაემორჩილა ამ პროპაგანდისტულ ნარატივს, ვახსოვარ, მხარს მიჭერენ, ზოგიერთი დარდით გადაჰყვა კიდევაც ჩემს მდგომარეობას. მე ერის ამ ნაწილის უსაზღვროდ მადლიერი ვარ, თქვენმა მხარდაჭერამ და ასევე უკრაინის და მსოფლიოში გაბნეული ჩემი გულშემატკივრების თანადგომამ გამაძლებინა აქამდე.

მე არ გავტყდები, არ შევეგუები და ვიბრძოლებ თქვენს და ჩემს გამარჯვებამდე. ჩვენ აუცილებლად ავაშენებთ ჩვენს ბრწყინვალე ქალაქს - ლაზიკას!

დიდება თავისუფლებას!

Слава Україні!“ - წერს მიხეილ სააკაშვილი.

საკვანძო სიტყვები:

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი