სამართალი
მე არ დამიდასტურებია რომ ოთარ აბესაძემ ბრალი აღიარა - ირმა ჭკადუა
ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ მერიის თანამშრომელს ოთარ აბესაძეს ბრალს დღეს წარუდგენენ. ბრალდებულის დაცვის მხარეს საქმის მასალები გადაეცა.
ამის შესახებ მედიას ე.წ მოდულის შენობიდან გამოსულმა აბესაძის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ განუცხადა.
„ჩავიბარე საქმის მასალები. ჯერ არ მინახია, საკმაოდ მოცულობითია. გავეცნობი და შემდგომ მოგახსენებთ. რაც შეეხება ბრალს, ამ წუთისთვის ჩვენთვის ცნობილი არ არის, რომელ საათზე წარუდგენენ მას ბრალს, ვინაიდან, გამოძიებას ბრალის წარსადგენად დრო ღამის 21:00 საათამდე აქვს“,-აღნიშნა ადვოკატმა.
გარდა ამისა, ირმა ჭკადუამ, გუშინ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია განმარტა, იმის შესახებ რომ აბესაძემ ბრალი აღიარა.
„მე არ დამიდასტურებია, მე სხვადასხვა კითხვები დამისვეს და ერთ-ერთ კითხვაზე ვპასუხობ „დიახს“. გამომდინარე იქიდან, რომ მას ჯერ ბრალი არ წარსდგენია, ვერანაირ ბრალს ვერ აღიარებდა, და არანაირ ბრალზე, ან ზოგადად საქმეზე საუბარი ჩვენ არ გვქონია“,-განმარტა ადვოკატმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


