უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

4 აპრილი, 2025 18:32
font-size

მე ამას ვაფასებ, როგორც დედა ეს არის წინაპირობა ლეტალური პროცესის - გიორგი ჩიკვაიძის დედა

შიმშილობის 24- ე დღე ციხეში- რეჟიმის პატიმარი გიორგი ჩიკვაიძე ამ დრომდე პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს. რეჟიმის მამხილებელი ბიზნესმენი დღეს პირველად ციხეში დედამ მოინახულა.

ჩიკვაიძის დედის თქმით, ვითარება კრიტიკულ ნიშნულს უახლოვდება. მისი თქმით, "გიორგი ქვედა კიდურებს ვერ გრძნობს, ვერ დგება და ვერ გადადგილება დამოუკიდებლად".

ეკა წერეთელი მოსამართლე იზა კელენჯერიძეს მიმართავს და მოუწოდებს, თავად შევიდეს ციხეში და ნახოს, რა მდგომარეობაში ჩააგდო მისი გადაწყვეტილებით ბიზნესმენი.

"თქვენ ხართ მკვლელები", - ეუბნება ჩიკვაიძის დედა პროკურორ გაბიტაშვილს და მოსამართლე იზა კელენჯერიძეს

ბიზნესმენის ოჯახი არასამთავრობო ორგანიზაციებს და ოპოზიციასაც დახმარებას სთხოვს.

დღეს არის შიმშილობის 24-ე დღე და მე, რაც იქ ვნახე ეს არ არის მხოლოდ შიმშილობის შედეგი. ჩვენ არ ვიცით იქ, რა მოხდა 13 მარტს. ახალგაზრდა, ჯანმრთელი ადამიანი, რომელიც შევიდა ციხეში დღეს ქვედა კიდურებს ვერ გრძნობს, ვერ დგება და ვერ გადადგილება დამოუკიდებლად. მე ამას ვაფასებ, როგორც დედა ეს არის წინაპირობა ლეტალური პროცესის. ახლა მივმართავ ორ ადამიანს საქართველოში - ეს არის გენერალური პროკურორი გაბიტაშვილი და მოსამართლე იზა კელენჯერიძე - თქვენ ხართ მკვლელები, თქვენ არ გაგივათ სანდრო გირგვლიანი. იზა კელენჯერიძეს მივმართავ, პატარა შვილთან ერთად მოვიდეს, შევიდეთ და ვნახოთ ჩემი შვილი. შენი უკანონო გადაწყვეტილების გამო ჩემი შვილი ეხლა შიმშილობს და ვერ გადაადგილებდა. თქვენ ხართ მკვლელები.

მე მივმართავ არასამათავრებო ორგანიზაციებს და იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც რაღაცა გეთქმით, ამოიღეთ ხმა. ერთადერთი ვისი იმედიც მაქვს ეს არის სინდისის პატიმრის მშობლები. თქვენ ხართ ყველაზე დიდი მებრძოლი ადამიანები და ყველაზე დიდი პატრიოტები ამ ქვეყნის", - ამბობს ეკა წერეთელი.

ცნობისთვის, დიდი ოდენობით თანხის უკანონოდ მითვისებისთვის ბრალდებულ ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიება შეუცვალეს – 50,000-ლარიანი გირაოს ნაცვლად, მას პატიმრობა შეეფარდა. პროტესტის ნიშნად, დაკავებიდან მეორე დღეს, გიორგი ჩიკვაიძემ შიმშილობა დაიწყო.

წყარო.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი