პოლიტიკა
მე ამ არჩევნებზე წავალ, ხმას მივცემ ივანიშვილისა და ზურაბიშვილის წინააღმდეგ, გრიგოლ ვაშაძეს, ესაა იძულებითი არჩევანი - ირაკლი ოქრუაშვილი
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ის გრიგოლ ვაშაძეს მისცემს ხმას. ამის შესახებ მან ტვ პირველის გადაცემაში „რეაქცია“ განაცხადა. მისი განმარტებით, თუ ივანიშვილი დამარცხდება, ქვეყანაში გაჩნდება მესამე პოლიტიკური ძალის გაჩენის პერსპექტივა.
მისივე თქმით, უპასუხისმგებლოა ზოგიერთი პოლიტიკოსის პოზიცია, რომ ისინი არავის არ მისცემენ ხმას.
„ასეთი რთული არჩევანი დამოუკიდებლობის შემდეგ ალბათ შეიძლება ორჯერ-სამჯერ ჰქონდა, მეტი არა.
ამ არჩევანს ვეღარ გავექცევით, თვალს ვერ დავხუჭავთ, ზოგიერთი პოლიტიკოსები ახლა, არ ვიცი, დასხდებიან და რაღაც ზღაპრებს ყვებიან, რომ არც იმასთან არ ვარ, არც იმასთან. და რომ ვეუბნები მე, შენ ვინც მოგცა ხმა, შენ იმას რას ეუბნები, როგორც პოლიტიკოსი? იმისთვის ხომ შენი ნათქვამი ავტორიტეტია, უთხარი იმ ადამიანს, რას აპირებ. აი, ვისაც გინდათ, რაც გინდათ, ის ქენითო. ესაა უპასუხისმგებლობა. სირაქლემას პოზაში ყოფნა არ შეიძლება.
მოხდა ისე, რომ ეს არჩევანი არის მორალურად ურთულესი არჩევანი - გრიგოლ ვაშაძე ასოცირდება, შეიძლება, ის უშუალოდ არ იყო მთელი ამ რაღაცების მონაწილე, მაგრამ ასოცირდება რთულად გასახსენებელ რაღაც მომენტებთან. ჩემთვის ადვილი არაა ეს ყველაფერი.
მეორე მხარეს არის ქალბატონი , რომელიც აბსოლუტურად შორს არის ჩვენი იდენტობისგან, იმ რაღაც ხასიათისგან, რომელსაც ზოგადად ქართველებს გაგვაჩნია, ამ ქვეყანაში მაცხოვრებელ ადამიანებს გაგვაჩნია. ქალი, რომელიც აფხაზეთს განგრენას ეძახის, ომის დაწყებას გვაბრალებს. მეორე მხარეს არის აბსოლუტური ჭაობი. ეს ჭაობი თუ გვინდა, შევცვალოთ, თუ გინდა ამ ჭაობიდან ამოსვლის პერსპექტივა გავაჩინოთ, ვერ ამოვალთ უცბად, თუ გვინდა ამ ჭაობიდან გავიდეთ და გავცუროთ და ამოსვლა შევეცადოთ, უნდა დავუჭიროთ მხარი ცვლილებას. ჩემთვის ცვლილება არის მათი საწინააღმდეგო. მე ამ არჩევმებზე წავალ, ხმას მივცემ ივანიშვილისა და ზურაბიშვილის წინააღმდეგ და ამ წინააღმდეგობის ტოლობის ნიშანი იქნება გრიგოლ ვაშაძის სახით... ამას ვამბობ რიგითი მოქალქე, რომელიც არ ვარ რაიმე პოლიტიკური ამბიციის მატარებელი.
ეს იქნება ჩემი იძულებითი არჩევანი, რომელიც დაგვიტოვა ბიძინა ივანიშვილმა. ჩემო კარგებო, ესაა იძულებითი არჩევანი, არანაირი ილუზია არ გქონდეთ იმისა, რომ მესამე ძალა არსებობს ან გაჩნდება უცბად. მესამე ძალის გაჩენის პერსპექტივა გაჩნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ივანიკშვილი წააგებს ამ არჩევნებს. ივანიშვილმა ნაჯახით ჩეხა ამ 6 წლის განმავლობაში შუა, გაკრიფა ყველაფერი, აღარავის აღარ დაუტოვა არც ჩემნაირებს, არც სხვანაირებს პოლიტიკაში შუაში ყოფნის საშუალება და ამიტომ მივიღეთ ეს ყველაფერი. თუ ივანიშვილი დამარცხდება ამ არჩევნებში, მაშინ გაჩნდება შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისთვის შანსი, რომ ასეთი რთული არჩევანის წინაშე არ დავდგეთ. ამის გამო ვაკეთებ ამ არჩევანს.
პოლიტიკა არ არის რომანის ჟანრის ფილმი, სადაც დაჯდები, ტელევიზორს ჩართავ და სიამოვნებით უყურებ. ესაა სირთულე, განსაკუთრებით ჩვენს ქვეყანააში“, - განაცხადა ოქრუაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


