უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

5 მაისი, 2025 16:38
font-size

მავნებლები ჯერ კიდევ ფართხალებენ, მათ შორის სამეგრელოში - თეა წულუკიანი

მავნებლები ჯერ კიდევ ფართხალებენ, მათ შორის სამეგრელოში, ქმნიან ილუზიას, რომ რაღაცას წარმოადგენენ. უნდა იცოდნენ, რომ ჯერჯერობით არსად წასვლას არ ვაპირებთ, მათი არსებობა ჩვენი არსებობის პირდაპირ პროპორციულია, – ამის შესახებ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა განაცხადა.

კერძოდ, წულუკიანმა კითხვით მიმართა ლაშა არქანიას, რომელიც კომისიის სხდომაზე იმყოფება:

„დღეს ხომ არ გემუქრებათ ვინმე ან რამე, რადგან ეს მავნებლები ჯერ კიდევ ფართხალებენ, მათ შორის სამეგრელოში, ქმნიან ილუზიას იმის თაობაზე, რომ საერთოდ რაღაცას წარმოადგენენ. მათ უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ ბევრნი ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ, ჯერჯერობით არსად წასვლას არ ვაპირებთ, ვიდრე ისინი ფართხალებენ. მათი არსებობა ჩვენი არსებობის პირდაპირ პროპორციულია. ჩვენ ვართ ჯარისკაცები, არსად წასვლას არ ვაპირებთ, ვიდრე ისინი არ განადგურდებიან. შესაბამისად, ხომ არ არის მაინც რაღაც საფრთხე, თუნდაც მოჩვენებითი, რადგან ამდენ ჭირ ვარამ გამოვლილ ადამიანს შეიძლება, მეტად ალესილი გქონდეს მგრძნობელობა სხვადასხვა მხრიდან მომდინარე საფრთხეებისადმი. ხომ არ არის ასეთი, რომ საჯაროდ ვუთხრათ საზოგადოებას და ჩვენც ვიცოდეთ“.

ამასთან, თეა წულუკიანის თქმით, კომისიის დასკვნით უნდა დადგინდეს ფაქტი, რომ „რეჟიმს ჰყავდა მსხვერპლები“.

„როგორც ეშმაკს ეშინია სიწმინდის და უფლის, ასე ეშინიათ სააკაშვილს და მის კვლავ აქტიურ ცოფიანებს მსხვერპლების ხსენების, მათთვის პატივის მიგების. მსხვერპლებისთვის პატივის მიგების ფაქტს არ გვპატიობენ არც ერთს, მათ შორის, არც მე და არც ჩემს რომელიმე თანამებრძოლს.

არადა, დასკვნა, რომელიც კომისიამ უნდა დადოს და მთელი საქმიანობა, რასაც „ქართული ოცნება“ ჯერ კიდევ 2012 წლიდან ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ეწევა, მიმართულია იქით, რომ დადგინდეს ფაქტი, იმ რეჟიმს ჰყავდა მსხვერპლები, უფრო მეტიც – მოკლული, ნაწამები მსხვერპლები. ზოგი მსხვერპლი დღეს ცოცხალია, მაგრამ ისეთ უბედურებაში გაიარა, ხანდახან ეჭვი გაგიჩნდება ადამიანს, კი მოძრაობს, დადის, ცხოვრობს, მაგრამ, რეალურად, ცოცხალია? ის ცოცხალი ცხოვრებით ცხოვრობს თუ არა? ასეთი მსხვერპლებიც შეგვხვედრია, სამწუხაროდ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი